x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
11 რამ,რაც თქვენს სახლში სიმყუდროვეს ,,კლავს"
image


სახლი-ადგილი სადაც დაბრუნება გვიხარია და ვისვენებთ, ამიტომ ის აუცილებლად თბილი, მყუდრო და მოსახერხებელი უნდა იყოს, თუმცა ხშირად ხდება, რომ კომფორტის განცდა არ გვაქვს და ვერ ვხვდებით რაშია საქმე.

იმისთვის, რომ მყუდროება არ დაგერღვეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რჩევები და არ დაუშვათ ეს შეცდომები ინტერიერის მოწყობისას.


1.რბილი ავეჯი ჭრელი შალითით


imageსაკმაოდ რთულია ჭრელი და ფერადი დივანის შეხამება ინტერიერთან.უპირატესობა ერთგვაროვან ავეჯს მიანიჭეთ. თუ მრავალფეროვნება გიყვართ შეგიძლიათ ფერადი ბალიშებით გაახალისოთ ინტერიერი.


2.სურათი მოჩუქურთმებულ მასიურ ჩარჩოში

imageროცა ოთახში ერთი და საკმაოდ დიდი სურათი კიდია, თანაც მასიურ ჩარჩოში, ეს ჰარმონიას არღვევს, რადგან მთელ ყურადღებას თავისკენ იზიდავს და ოთახის პროპორციებსაც არღვევს. გაცილებით მომგებიანია ერთ ტონში შესრულებული 2, 3 და მეტი სურათისგან შემდგარი კომპოზიცია.

მაგრამ თუ ოთახი კლასიკური ავეჯითაა გაწყობილი, დიდი სურათი მასიური ჩარჩოთი უკვე მომგებიანია. სასურველია, რომ ტილო ცნობილი მხატვრის შემოქმედებიდან იყოს.

image

3.მრავალფენიანი და ნაკეცებიანი ფარდები

imageთუ პრინცესა არ ხართ და სასახლეში არ ცხოვრობთ უპირატესობა მიანიჭეთ ერთი ფერის სადა ფარდებს, რომელთა ფერიც კონტრასტში იქნება კედლების ფერთან.ასეთი ფარდები ოთახს ვიზუალურად ადიდებენ და სიმყუდროვესაც ქმნიან.


4.უსარგებლო თაროები

imageორიგინალური დიზაინის უამრავი თარო კედელზე-ერთი შეხედვით მოსახერხებელია ნივთების განსალაგებლად, მაგრამ სინამდვილეში ინტერიერს ამძიმებენ და მტვერსაც იზიდავენ. დატოვეთ 1 ან 2 თარო მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნივთებისთვის. ასე, მტვრის გაუთავებელ წმენდასაც აიცილებთ თავიდან და ოთახიც მყუდრო გახდება.


5.ერთი ფერის ინტერიერი

image

ერთი ფერის გამაში გადაწყვეტილი კედლები, იატაკი, საწოლი, ფარდები...

დაიცავით ზომიერება! თუ ოთახისა და ავეჯის ფერს ფერში ჩასვამთ, მაშინ ოთახი “სტერილურ" იერს მიიღებს. გააკეთეთ აქცენტი რამდენ7მე ტონით მუქ ან ღია ტონზე და მაშინ ოთახი ოჯახურ სიმყუდროვეს შეიძენს.


6.ავეჯის განლაგება

imageუპირველეს ყოვლისა, შეისწავლეთ ოთახის ფართობი. თუ ოთახი დიდია, ნუ გაამწკრივებთ ავეჯს კედლებთან, უმჯობესია ცენტრისკენ.

თუ ოთახი პატარაა, მაშინ პირიქით, ეცადეთ ავეჯი კედელთან მიდგათ.

imageმთავარია გახსოვდეთ, ავეჯის ზომა ოთახისას შეუხამეთ. ნუეცდებით პატარა ოთახში დიდი მაგიდის დადგმას და პირიქით, ნუ გადაღლით დიდ სივრცეს პატარა ზომის ავეჯით.

image

7.ცუდი განათება

image

კარგი განწყობისთვის მზის შუქი აუცილებელია, თუ სახლში მზის შუქი კარგად ვერ აღწევს ნუ დაზოგავთ ელექტროენერგიას. უმჯობესია რამდენიმე სახის განათება დაამონტაჟოთ და დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდში საჭიროების მიხედვით არეგულიროთ განათება.


8.იატაკზე ზოლების მიმართულება

imageრაოდენ უვნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თუ პატარა ოთახში ლამინატს ან პარკეტდ დიაგონალურად დააგებთ, სივრცე ვიზუალურად გაიზრდება.


9.კედლების ფერი

imageძალიან კაშკაშა ან მუქი ფერები ცუდად მოქმედებენ, ასეთ გარემოში თავს არაკომფორტულად იგრძნობთ. უპირატესობა მიანიჭეთ ნათელ მშვიდ ტონებს.


10.ზედმეტად ჭრელი საგნები

image

ოთახის ლამაზი ნივთებით გაფორმებისას ნუ გადაამლაშებთ და არ გამოიყენოთ კაშკაშა ფერები. ასეთ ოთახში თვალ ბევრ ფერად ლაქას ხედავს და მალე იღლება. თავი შესაძლოა სახლში კი არა მუზეუმში იგრძნოთ.


11.უწესრიგობა

imageიდეალური ოთახიც კი დაკარგავს ხიბლს უწესრიგობაში.რაც არ უნდა დაღლილი იყოთ, შეეცადეთ დაალაგოთ და მერე დაისვენოთ. არეულ სახლში იმ სიმყუდროვეს ვერ იპოვით, რომელიც სიმშვიდისთვის გჭირდებათ.



0
881
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
881
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0