x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
კანადელი ქალი ლატარეაში მოგებულ ფულს გაჭირვებულებს ახმარს
image

რას იზავდით თქვენ ლატარეაში დიდი რაოდენობის ფული რომ მოგეგოთ?ალბათ იყიდიდით ახალ სახლს და გაემგზავრებოდით მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ, თუმცა ზოგიერთი ბედნიერი ბილეთის მფლობელი სულაც არ ფიქრობს ასე და მზადაა მოგებული თანხა სხვა გაჭირვებულ ადამიანებს მოახმაროს.



სწორედ ასე მოიქცა 2013 წელს კანადელი რაშელ ლაპიერი, ყოფილი "მის კვებეკი".

მას ყოველთვის მოსწონდა ვოლონტიორობა, 1980-იან წლებში მან შექმნა სამოდელო სააგენტო, შემდეგ მუშაობდა ძიძად, ბოლოს კი ეძებდა საშუალებას მიებაძა თავის კუმირისთვის -დედა ტერეზასთვის და მთელი ცხოვრება ქველმოქმედებით დაკავებულიყო.


image

იღბალმა იმ დროს მოუკაკუნა კარზე, როცა სულ არ ელოდა, ქალმა მოიგო ლატარეა Gagnant à vie(გამარჯვებული მთელი ცხოვრება), რაც იმას ნიშანავს, რომ მას სიცოცხლის ბოლომდე აქვს გარანტირებული ხელფასი 1000 კანადური დოლარი(755 აშშ$)


"თავიდან ვერც დავიჯერე, მაგრამ მე არ დამიწყია ყვირილი და არც აღმინიშნავს, იმიტომ, რომ დავდე ფიცი მთელი სამყაროს წინაშე და ვალდებული ვიყავი შემესრულებინა ის.მსურდა ცხოვრების ბოლომდე გამეკეთებინა ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, -დავეხმარო სხვა ადამიანებს"-აღნიშნავს რაშელი.

image


ლატარეას მოგებიდან ორი თვის შემდეგ ქალმა მიატოვა ძიძის სამუშაო და დაარსა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია Le Book Humanitaire, მონრეალიდან 60 კილომეტრის დაშორებით პატარა ქალაქ სენ-ჟერში.

image

ლაშერ ლაპიერი სოციალურ ქსელს იყენებს იმ ადამიანებთან დასაკავშირებლად, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

image

საქველმოქმედო ორგანიზაციას დღესდღეობით "ფეისბუქზე" 22 ათასი ხელისმომწერი ჰყავს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათავსოს პოსტი და ითხოვოს დახმარება.


ასევე იმ ადამიანებსაც შეუძლიათ განათავსონ პოსტები ვისაც სხვისი დახმარება სწადია.

"ეს მარტო ფინანსურ დახმარებას არ შეეხება.მაგალითად თქვენ გაქვთ ზედმეტი ტანსაცმელი, ჩვენ გაძლევთ იმ ოჯახის კოორდინანტებს, რომელსაც დახმარება სჭირდება და გადასცემთ თქვენ თვითონ, ან სიმსივნით დაავადებულ პაციენტს ექიმთან წაყოლა ესაჭიროება და თქვენ მიყვებით"-აღნიშნავს რაშელი.


image

რაშელმა საქველმოქმედო საქმეს უკვე 70 000 დოლარი მოახმარა, სადაც მასთან ერთად 10 მოხალისე მუშაობს.

image

"ყოველთვიური 1000 დოლარი საშუალებას მაძლევს აღარ ვიარო სამსახურში და დავაფინანსო საკუთარი ორგანიზაცია და სხვა წვრილმებთან ერთად გადავიხადო იჯარისა თუ სხვა ადმინისტრაციული ხარჯები"-ამბობს რაშელი.

image

"ფეისბუქზე" ხელისმომწერთა რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია ის, რომ გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, ამის გამო ფონდს ძალიან გაუჭირდა და დატვირთვას ვეღარ აუდის .

image

ამასთანავე კომპანიას სჭირდება საწყობი, მრავალრიცხოვანი შესაწირის შესანახად, თუმცა ჯერჯერობით ლაპიერს ამის საშაულება არა აქვს.


"იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტი გამოგვიყოფს ფართს.შემოგვიწრავს თანხებს თანხებს, იმისთვის რომ სამუშაო გავაფართოვო"-დასძინა რაშელმა.


როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია IRIS Mundial -ის დამაარსებელი ჟან-პიერ ჩანგი აღნიშნავს, შექმნა საქველმოქმედო ფონდი არც თუ ადვილი საქმეა.


"მთავარი სირთულე, ეს არის ფული და დამფინანსებლის მოძებნა-აღნიშნავს ჩანგი, რომელიც ადრე რაშელთან მუშაობდა.


მიუხედავად სირთულეებისა, რაშელი არ აპირებს დასჯერდეს მიღწეულს, იგი ამჟამად კვალიფიკაციის ასამაღლებლად მენეჯერის სპეციალურ კურსებს გადის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში

image


1
54
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
54
  
2017, 1 ნოემბერი, 11:31
მოვიგო და დედას გეფიცებით გეტყვით რასაც ვიზავდი. წინასწარ ტყუილად რატო ვიფიქრო?????????
0 1 1