x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ასპირინი-კიბოსთან ბრძოლის ყველაზე იაფი საშუალება
image

ონკოლოგიური დაავადების გამოწვევის რისკი რომ შემცირდეს, ამისთვის საჭიროა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მივიღოთ ასპირინის მცირე დოზა, პრეპარატის გამუდმებული მიღება მცირე დოზებით საგრძნობლად ამცირებს კიბოს წარმოშობას, ხოლო ზოგიერთ მისი სახეობის გაჩენას თითქმის 50%-ით ამცირებს.


ამაზე მეტყველებს საფუძვლიანი კვლევა, რომელიც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Daily Express.


სამეცნიერო კვლევა რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა, რომელშიც 600 000 პაციენტი მონაწილეობდა, შედეგებმა აჩვენა, რომ ასპირინი განსაკუთრებით ეფექტურია იმ ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც საჭმლის მონელების ორგანოებს უკავშირდება, მაგალითად ღვიძლის კიბოთი დაავადება 47%-ით მცირდება, ხოლო კუჭის კიბოს წარმოქმნის ალბათობა 38%-ით, პანკრეასის კიბო-34%-ით, მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნე 24%-ით მცირდება.



უფრო მეტიც, ასპირინის უფრო ხანგრძლივი მიღება, დღიური 80მგ.-ით საგრძნობლად ეფექტურია არა მარტო საჭმლის მონელების ორგანოებზე, არამედ ფილტვის კიბოზეც და ლეიკემიაზეც, შესაბამისად 34 და 24 %-ით.


ჩინელი პროფესორების განცხადებით ასპირინი არაეფექტური გამოდგა მკერდის და თირკმლის კიბოზე, აგრეთვე ძვლის ტვინის სიმსივნურ დაავადებაზე(მიელომა)


აღსანიშნავია რომ ექიმები წლებია საუბრობენ ასპირინის ეფექტურობაზე, როგორც კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკური საშუალება.


ახალ პრეპარატების პარალელურად ასპირინი აბრკოლებს კიბოს უჯრედებს და იმუნურ სისტემას საშუალებას აძლევს იპოვოს და გაანადგუროს ისინი.

imageსიახლეები მსგავს თემებზე

0
171
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0