x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოციალურ ქსელში მომხმარებლები აღფრთოვანებას არ მალავენ აშშ–ში დაკავებული ქალის გარეგნობაზე

image სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება გამოიწვია კრიმინალი გოგონას სურათმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ფრანსოში დააკავა პოლიციამ.
20 წლის მირელლა პონსი როგორც აღმოჩნდა გახლავთ კამბოჯური კრიმინალური ბანდის "Tiny Rascal Gang" აქტიური წევრი, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაკავებულია იარაღის და ნარკოტიკების კონტრაბანდით და გასაღებით, ასევე რეკეტით აზიური წარმოშობის ამერიკის მოქალაქეებზე. მირელლა დააკავეს მანქანის შემოწმებისას, რა დროსაც მას მანქანაში აღმოუჩინეს რეგისტრაციის და იარაღის ტარების ნებართვის გარეშე მის მფლობელობაში არსებული პისტოლეტი საბრძოლო ვაზნების გარკვეული მარაგით. მირელლას თან პატარა შვილი და ორი თანხმლები მამაკაცი ახლდა აღნიშნული ბანდიდან.
მირელლას სურათები გამოქვეყნდა შტატის პოლიციის სამმართველოს გვერდზე ფეისბუქში, რასაც ქსელის მომხმარებლების მყისიერი რეაქცია მოჰყვა, გოგონას სურათებს მისი კრიმინალობის მიუხედავად უამრავი მოწონება დაუწერეს, კომენტარებში კი (რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს კრიმინალი გოგონას მიმართ ასეთი დამოკიდებულება) მისით აღფრთოვანებული მომხმარებლების კომენტარები იდება უხვად. ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც მზად არიან 50 000 დოლარი გადაიხადონ მირელლას თავისუფლებისათვის.
მირელლას განთავისუფლების სანაცვლოდ სასამართლო განჩინებით სწორედ 50 000 დოლარია შესატანი.
პ.ს
საინტერესოა კრიმინალმა როგორ ან რა მოტივებით დაიმსახურა ასეთი მოწონება.
ესეც პისტოლეტი, რომელიც დაკავებისას აღმოაჩნდა მირელლას.
image

2
1425
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1425
  
2018, 2 მარტი, 0:14
ეს დედა აფეთქებულები უგულავას 48 000 000 ზე არ იჭერენ და ეს უნდა დაიჭირონ?????? შემოაგდონ ჩემ ,,სპალნაში,, და მე დავსჯი. უგულავა არა ეს ქალი
0 1 2