x
image
თეონა გორდეზიანი
ნარციციზმი – თვისება თუ დაავადება ...
ნარცისული პიროვნული აშლილობა მოიცავს ამპარტავნულ საქციელს,
სხვებისადმი თანაგრძნობის უქონლობას, აღფრთოვანების საჭიროებას თავის
თავის მიმართ, რომელიც ძირითადად უნდა ვლინდებოდეს სამსახურსა
და პირად ურთიერთობებში.

image

ასეთი ადამიანები ხშირად ხასიათდებიან როგორც ამპარტავნები, ეგოცენტრიულები.
მანიპულატორები და მომთხოვნები.

"ნარცისი" შეიძლება ორიენტირდეს მხოლოდ თავის შედეგზე.
ის თვლის, რომ მხოლოდ თვითონ იმსახურებს განსაკუთრებულ
მოპყრობას. როგორც წესი " ნარცისს " დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე,
თუმცა ეს არ არის ის თვისება რომელსაც ჩვენ მაღალ თვითშეფასებას ვუწოდებთ,
რადგან ადამიანებს, რომლებსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ უმეტესად
თავმდაბლებიც არიან, ხოლო ეს უკანასკნელი იშვიათად ახასიათებს "ნარცისს".

ნარცისული პიროვნული აშლილობით დაავადებულ ინდივიდებს, ჰგონიათ
რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს, ეს გარემოება ხასიათდება სხვებისადმი
თანაგრძნობის უქონლობითა და მუდმივი ყურადღების მოთხოვნილებით.

ნარციციზმი ეს თვისება არაა, ეს - დაავადებაა.

1
151
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
151
  
2017, 2 ნოემბერი, 12:16
როგორი რთულია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა(
0 1 1