x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ქათამმა და ინდაურმა დაკვლამდე 10 დღით ადრე სასურველია არ მიირთვან ფაროსანა– ირინა სარიშვილი
გავრცელებული მწერების (ფაროსანა) გამო მთელი ზაფხულის განმავლობაში წუხდა გურიისა და სამეგრელოს სოფლების მოსახლეობა.


სამინისტროს ინფორმაციით, ეს პრობლემა ჯერ–ჯერობით მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას აწუხებს და უწყება ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც არ გავრცელდეს, თუმცა გასულ თვეს მწერები თბილისსაც მაინც ესტუმრნენ.


„არსებობს ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრი ითვალისწინებს ფაროსანასთან ბრძოლისას. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ სახელმწიფო უწყება ვერაფერს გახდება, თუ მოსახლეობაც არ დაგვეხმარა. კერძოდ, ჩვენი თხოვნაა, რომ დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით, გურიისა და სამეგრელოს სოფლების მკვიდრებმა სახლებში დადგან სპეციალიზებური ყუთები, რომლებიც მწერების გავრცელებას შეუშლის ხელს. მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექანიკურად, “ – განმარტავენ სამინისტროში.


"სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც" გაუკეთებია ხსენებულ მწერებთან დაკავშირებით განცხადება, რაზეც ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში იუმორით სავსე სტატუსს წერს, რომელსაც რაღა თქმა უნდა უცვლელად შემოგთავაზებთ.



image


""სურსათის ეროვნული სააგენტო" ამბობს რომ თუ ფრინველმა ფაროსანა შეჭამა, მას სუნი არ აუვა, თუმცა ურჩევს რომ ქათამმა და ინდაურმა სასურველია დაკვლამდე 10 დღით ადრე ფაროსანა არ ჭამოს. მერე კიდე მეტყვიან რა ყველაფერზე ღლიცინებო.
არა ისე მაინც არა უშავს, რომ "სურსათის ეროვნული სააგენტო" ამას მოსახლეობას ურჩევს და არა ქათამს და ინდაურს
დაკვლისწინა მენიუს ცოტა რო მოვსულიერდები მომდევნო სტატუსებში გაგაცნობთ



""სურსათის ეროვნული სააგენტოს" მეცნიერული კვლევის შედეგად დადებულმა დასკვნამ იმის თაობაზე რომ ქათამმა და ინდაურმა დაკვლამდე 10 დღით ადრე სასურველია არ მიირთვან ფაროსანა, შევარდნაძისდროინდელი ამბავი გამახსენა: პურში ბაღლინჯო იპოვეს და ატყდა ერთი ამბავი. ამის საპასუხოდ გამოვიდა მაშინდელი მინისტრი ბაკურ გულუა და პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: პურში ბაღლინჯო არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო რადგან ის უკვე მკვდარიაო. ნუ მე მოვთხოვე დაზუსტება, რა უფრო სასარგებლო იყო ადამიანის ორგანიზმისთვის – მოხარშული, შემწვარი თუ მოთუშული ბაღლინჯო. პასუხი რა თქმა უნდა ვერ მივიღე. უკან ვიყავით მაშინ ძაან.

ამჯერად აშკარად წინ წავიწიეთ და სპეციალისტები ქათმის და ინდაურის დაკვლისწინა მენიუზე ალაპარაკდნენ. თუმცა არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით და უახლოეს დღეებში უნდა დაიდოს დასკვნა, ცოცხალი ფაროსანას ჭამაა ცუდი თუ მკვდრის. თავის მხრივ მკვდარი ფაროსანა უნდა დაიყოს ძალად მოკვდინებულ და თავისი სიკვდილით მკვდარ ფაროსანებად. აღარაფერს ვამბობ ისეთ დეტალებზე თუ მაგალითად, აბანავეს თუ არა ფაროსანა საპნიან წყალში სანამ მოაკვდინებდნენ და ა. შ. ასევე უნდა გაირკვეს ეგებ რაიმე სარგებლობა მოაქვს ფაროსანას საკვებად მიღებას თავად ადამიანისთვის – ვთქვათ უზმოზე ასაკმა რო მოუწია და მისით მიიცვალა ისეთი 2–3 ცალი ფაროსანის გადაყლაპვა და ა.შ.


და ბოლოს, რაც მთავარია, ფაროსანას არა მხოლოდ საზიანო არამედ სასარგებლო თვისებების დადგენის შემდეგ უნდა დამტკიცდეს ფაროსანას გადარჩენის სახელმწიფო პროგრამა, ვინაიდან მოგეხსენებათ ფაროსანა მხოლოდ მოსავალს გეახლებათ და გაისად, ასე თუ გავაგრძელებთ, ფაროსანები შეიძლება შიმშილით დაგვეხოცონ .
მოკლედ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია





3
717
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
717
  
2017, 31 ოქტომბერი, 14:00
აზიური ფაროსანა გამოყოფს რკინის სულფატს, რომელიც მყრალი სითხეა, მაგრამ საშიში ჯანმრთელობისათვის ნამდვილად არაა...
2017, 31 ოქტომბერი, 10:05
:))) ცუდათ გვაქვს საქმე :)))
2017, 31 ოქტომბერი, 9:43
გუშინ ბევრი ღადაობა კომენტარი ვნახე მაგაზე)))
0 1 3