x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სანამ სტუდენტები სელფის გადაღებით იყვნენ დაკავებული, მათ უკან მათი მეგობარი მდინარეში დაიხრჩო

image ინდოეთში, ბანგალორის ნაციონალურ კოლეჯში მოსწავლე ახალგაზრდების ჯგუფმა პედაგოგებთან ერთად გადაწყვიტა პიკნიკის მოწყობა და საამისოდ აირჩიეს 300 წლის ტაძართან ახლოს მდებარე ტბის სანაპირო.
მართლაც ახალგაზრდებმა ჯერ ტაძარი მოინახულეს მერე კი პიკნიკი გამართეს, პიკნიკის მერე კი ტბაში ბანაობის შემდეგ გადაწყვიტეს რამდენიმე სურათი გადაეღოთ. ასეც მოიქცნენ და სელფის გადაღების დროს არც კი მოუსაკლისებიათ თანაჯგუფელი. სელფის გადაღებისას ისე გადაერთვნენ სურათების გადაღების პროცესით, რომ ვერც კი დაინახეს კადრს უკან თუ როგორ იხრჩობოდა მათი მეგობარი.
" ჩვენ სელფის გადაღების მერე მივბრუნდით გუნდანდჯანეის ტაძარში, მაგრამ არც მაშინ შეგვიმჩნევია ვიშვასი ჩვენთან ერთად, რომ არ იყო"–განაცხადა მოგვიანებით ერთერთმა სტუდენტმა.
ის, რომ ვიშვასი ტბაში დაიხრჩო ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც ერთერთმა სტუდენტმა ფოტოაპარატში დაათვალიერა სურათები, სადაც დაინახა თუ როგორ დაიხრჩო ტბაში ვიშვასი. შემთხვევიდან ერთ საათში მთელი ჯგუფი მივიდა ტბასთან, მაგრამ მათი მეგობარი უკვე გარდაცვლილი იყო.
დაღუპული ახალგაზრდის მშობლები შვილის დაღუპვაში ბრალს დებენ კოლეჯის მასწავლებლებს, რადგან ტბაში ბანაობა აკრძალული იყო, სტუდენტებმა იგნორი გაუკეთეს გამაფრთხილებელ აბრას და ტბაში შევიდნენ საბანაოდ, მასწავლებლებმა კი მათ არ აუკრძალეს ტბაში ჩასვლა.
კოლეჯის ხელმძღვანელობამ დაღუპული ახალგაზრდის მშობლებს პირობა მისცა, რომ დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს აღნიშნულ ფაქტზე და დამნაშავე საკადრისად დაისჯება კანონის ძალით.
თუმცა 17 წლის ახალგაზრდას ეს უკვე ვეღარ გააცოცხლებს.

imageimage

7
215
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
2017, 2 ნოემბერი, 14:33
ერთეხლ და ორჯერ შეიძლება, მაგრამ ხშირად ხდება ასე...
2017, 2 ნოემბერი, 14:32
მოკლედ თავსატეხი ჩვენს გვერდებზე არ ილევა გიო :)))
2017, 2 ნოემბერი, 14:31
ჩემი აზრით,ერთი და იმავე კომპიუტერიდან 3მა მომხმარებელმა ნახა შენი მასალა და 2მა შეაფასა,ჩვენება IP –ით ფიქსირდება,შესაბამისად შენს მასალას +2 შეფასება დაუფიქსირდა
2017, 31 ოქტომბერი, 6:03
შაბათს ჩემს ანგარიშზე აი ასე აისახა 0,91+0,15=0,96
2017, 30 ოქტომბერი, 21:18
სულ ჩემს გვერდზე, რომ ხდება ნიკა ესაა საინტერესო :)))
2017, 30 ოქტომბერი, 21:14
სავარაუდოდ ორმა ადამიანმა იმდენად სწრაფად შეაფასა და დახურა სტატია რომ არ აისახა ჩვენება.
2017, 30 ოქტომბერი, 15:49
ჩვენება: 2 | შეფასება: 4 | დღეს, 15:43 |
ამიხსნის ვინმე, თუ რა ხდება ჩემს გვერდზე? :(
0 1 7