x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პიდბულმა და გერმანულმა ნაგაზმა ჩხრიალა გველის სასიკვდილო ნაკბენისაგან პატარა გოგონა გადაარჩინეს

image როდნი ბეკონის ოჯახი ცხოვრობს ოვიხოს ოლქში, აიდაჰოს შტატში. მათი სახლი დგას უკიდეგანო პრერიების განაპირას. როდნი გაემართა საკუთარი მანქანისაკენ რათა მანქანიდან ნაყიდი საჭირო ნივთები გამოეტანა, მას თან გაჰყვა მისი 4 წლის გოგონა ჰარპერი.
მოულოდნელად როდნის შემოესმა ქალიშვილის ბრაზიანი ხმა: "რატომ არ მიშვებ? რატომ მეჯახები? გეყოფა!", როდნი მოტრიალდა და დაინახა –გაავებული პიდბული, რომელიც გოგონასა და ორ ჩხრიალა გველს შორის იდგა და გოგონას წინ წასვლის ნებას არ აძლევდა.
მანქანისკენ მიმავალი როდნი ისე იყო თავისი საქმით გართული, რომ ვერ შეამჩნია თუ როგორ გაჰყვა უკან 4 წლის ჰარპერთან ერთად გერმანული ნაგაზი ტრეკი და პიდბული გრეისი. გერმანულმა ნაგაზმა პირველმა დაინახა ორი ჩხრიალა გველი ავტომანქანასთან ახლოს ბალახებში და შეეცადა გოგონა მანქანისაკენ არ გაეშვა, ხოლო პიდბულმა, რომელიც მოგვიანებით მივიდა ადგილზე გოგონას დაეჯახა რამდენიმეჯერ, რათა საშიში გველებისაგან მოეშორებინა.
გრეისმა როგორც კი დაინახა როდნის გაკვირვებული მზერა, რომელიც ჰარპერისა და პიდბულისაკენ იყო მიმართული, მაშინვე შეუტია ქვეწარმავალს. სანამ როდნი ნიჩაბს აიღებდა პიდბულმა დაგლიჯა ერთერთი გველი, მეორეს კი როდნი გაუსწორდა ნიჩბის დარტყმით. მოულოდნელად პიდბული სადღაც გაიქცა, როდნის შექმნილი ვითარების გამო მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
გოგონა ხელში აიყვანა და სახლში შევიდნენ, გრეისი იმ დღეს და არც იმ ღამეს არ გამოჩენილა.
მეორე დღეს როდნიმ მოიძია ძაღლები და გრეისი ვერ იპოვა, მხოლოდ საღამოს გამოჩნდა გრეისი საშინლად გასიებული თავით, როგორც აღმოჩნდა ჩხრიალა გველს მოესწრო მისთვის ეკბინა.
როდნიმ გრეისი მაშინვე ვეტერინართან წაიყვანა, სადაც ძაღლს შესაბამისი წამლის ინექცია გაუკეთეს. ვეტერინარმა კი როდნის განუმარტა: ძაღლი უდაბნოში გაიქცა რათა სახლიდან მოშორებით მომკვდარიყო მარტო ისე, რომ არავისთვის შეექმნა პრობლემა. ეტყობა ძაღლის ძლიერმა ორგანიზმმა გაუძლო გველის შხამს და მეორე დღეს ძაღლი სახლში დაბრუნდა.
სათანადო მკურნალობამ შედეგი გამოიღო და გრეისი გადარჩა, ხოლო ჰარპერმა კი კარგი გაკვეთილი მიიღო–გოგონა დამოუკიდებლად არ ცდილობს გავიდეს ეზოში სათამაშოდ.
ბეკონების ოჯახი ძაღლების მადლიერია, თუმცა არც ქვეწარმავლებზეა გაბრაზებული, ქვეწარმავლების მხრიდან ეს იყო ბუნებრივი რეაქცია, როდნიმ ისე ჩაუარა ორივე გველს მათ რეაგირება არ მოუხდენიათ, მაგრამ როცა პატარა ჰარპერი მანქანისაკენ გაემართა იმ ადგილის გავლით, სადაც ქვეწარმავლები იყვნენ მათ მოახდინეს რეაგირება თავის დასაცავად და რომ არა ძაღლების რეაქცია გოგონა სავარაუდოდ დაიღუპებოდა ქვეწარმავლების ნაკბენით, რადგან ცნობილია, რომ ჩხრიალა გველის შხამი ძალზე სახიფათო და სწრაფად მოქმედია.
მშობლების თქმით გოგონა უკვე ფრთხილად გადაადგილდება ეზოში, თან მას ახლაც მათი ერთგული ძაღლები გრეისი და ტრეკი იცავენ.
imageimageimageimage



0
248
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0