x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97251
  • ვიდეო:344105
  • სურათი:459232
ცსს-ს გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში აღმოაჩინეს ფოტო,რომლიც ჰიტლერის თვითმკვლელობას აქარწყლებს

image

მეორე მსოფლიოს ომის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ თითქოსდა ჰიტლერი ბოლივიაში ნახეს.


ცსს-ს გასაიდუმლოებულ არქივში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რის მიხედვითაც მესამე რეიხის ლიდერი ბოლივიაში ნახეს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიაწოდა(ცსს) ლათინური ამერიკაში მომუშავე ჯაშუშმა კოდური სახელწოდებით ციმელოდი-3-მა(CIMELODY-3).


სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის ეს საიდუმლო დოკუმენტი იყო ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ შესაძლოა ნაცისტთა ლიდერი ცოცხალი ყოფილიყო.



დოკუმენტის მიხედვით ცსს-ს რიგითი თანამშრომელი ფილიპ სიტროენი თითქოსდა ყოველთვიურად ხვდებოდა ნაცისტთა ლიდერს ბოლივიაში, თვითონ სიტროენი მუშაობდა ჰოლანდიის თბომავლების კომპანიაში და ხშირად უწევდა მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში.

ციმელოდი -3-ი შუამავლის საშუალებით ეკონტაქტებოდა სიტროენს, როდესაც მან მოსთხოვა პირდაპირი მტკიცებულება, სიტროენმა გამოუგზავნა ფოტო, სადაც მასთან ერთად სურათზე არის აღბეჭდილი მამაკაცი, რომელიც ძალიან წააგავს ჰიტლერს.

image

ფოტო გადაღებული ბოლივიის ქალაქ ტუნხაში 1954 წელს.აგენტმა სურათი ცსს-ს შტაბ-ბინაში გადააგზავნა.

აგენტი იუწყება, რომ ერთი წლის შემდეგ ეს მამაკაცი(ჰიტლერი) არგენტინაში გადავიდა საცხოვრებლად.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც ამტკიცებენ, რომ ჰიტლერმა თავი არ მოიკლა და სინამდვილეში სამხრეთ ამერიკაში გაიპარა.ავტორი წიგნისა სიმონე რენე გერეირო დიასი-(Simone Renee Guerreiro Dias)"ჰიტლერი ბრაზილიაში - ცხოვრება და სიკვდილი", ირწმუნება, რომ ფიურერი ბოლივიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობდა და 1984 წელს იქვე გარდაიცვალა. სანამ ბრაზილიაში დასახლდებოდა, მანამდე ჰიტლერი არგენტინასა და პარაგვაიში იმალებოდა.

imageიხილეთ აგრეთვე





0
1303
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0