x
image
ნინო ბაისონაშვილი
,,ჩემთვის ხართ ყველაფერი. ჩვენ ერთად გადავიტანთ ყველა   განსაცდელს,, -დიდროს წერილი სოფი ვოლანს

image

აქედან ისე ვერ წავიდოდი, ეს რომ არ მეთქვა თქვნთვის. ჩემო მეგობარო, თქვენ ჩემზე დიდ იმედებს ამყარებთ! მაშ, თქვენი ბედნიერება, თქვენი ცხოვრება ჩემს ნაზ გრძნობებზეა დამოკიდებული. ნურაფრის შეგეშინდებათ, ჩემო სოფი! ეს გრძნობაც დიდხანს იცოცხლებს და თქვეც ბედნიერი დიდხანს იქნები ბედნიერებით სავსე. მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია და არც მომავალში ჩავიდენ. მე თქვენთვის ყველაფერი ვარ, თქვენ კი ჩემვის ხართ ყველაფერი. ჩვენ ერთად ყველა იმ განსაცდელს გავუძლებთ, რასაც განგება გამოგვიგზავნის. თქვენ მე შემიმსუბუქებთ ტვირთს, მე-თქვენ. შემეძლება გიყუროთ ისეთს, როგორიც ხართ ეს რამდენიმე თვეა. თქვენ აუცილებლად დამეთანხმებით, რომ მე ისევ ისეთი ვარ, როგორც პირველ დღეს: ეს არაა ჩემი დამსახურება, ესაა სამართლიანობა, რომელსაც მე თქვენ გიძღვნით. შეგიძლიათ დაეყრდენით ჩემს მტკიცე და გარკვეულ გრძნობებს თქვენდამი. არადროს არანაირი ვნება არ ყოფილა ისეთი ცხადი, ნათელი, როგორიც ჩემია თქვენდამი.
სოფი, განა მართალი არაა, რომ თქვენ ძალიან საყვარელი ბრძანდებით? ჩაიხედეთ საკუთარ სულში, ხომ კარგად ხედავთ? ნახეთ, რამდენად ღირსი ხართ, რომ მიყვარდეთ და გაიგებთ, როგორ მიყვარხართ. აი, ესაა ჩემი გრძნობების უტყუარი საზომი.

მე მის ფერხთქვეშ ვარ, ეს ჩემი ადგილია და მე მათ ვეამბორები.

0
12
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0