x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მხოლოდ გენიოსი მიხვდება ამ ნივთების დანიშნულებას
ყოველ ეპოქასა და ყოველ საუკუნეს ყავდა გამომგონებლები, რომლებიც ცდილობდნენ თავისი გამოგონებებით ცხოვრება ან ესა თუ ის საქმიანობა უფრო საინტერესო და პრაქტიკული გაეხადათ.

დააკვირდით ფოტოებს და შეეცადეთ მიხვდეთ, თუ კონკრეტულად რისთვის გამოიყენებოდა ესა თუ ის ნივთი.

1.image2.image3.image4.image5.image6.image7.image8.image9.image10.image
ახლა კი პასუხები:


1.ე.წ. “ჩასაფურთხებელი"

ჩასაფურთხებლები იმ ქვეყნებში იყო პოპულარული, სადაც თამბაქოს ღეჭავდნენ. ისპანკის ეპიდემიის შემდეგ 1918 წელს ეს ნივთი, როგორც არაჰიგიენური, თანდათან გაქრა ხმარებიდან.



2.თამბაქოს ქილა

ასეთ ქილებს ჩინეთში ამზადებდნენ ფაიფურისგან, სპილოს ძვლისგან, მინისგან ან ქარვისგან და შემდეგ თვლებით რთავდნენ ან ხატავდნენ.



3.ოპიუმის მილი

ასეთი მილისა და სპეციალური ლამპის მეშვეობით ოპიუმს ეწეოდნენ.მასაც ძვირფასი მასალისგან ამზადებდნენ.


4.ანესთეზიოლოგის ნაკრები

ასეთ ნაკრებს პირველ მსოფლიო ომში იყენებდნენ ექიმები. მასში ქლოროფორმი და სხვა საანესთეზიო საშუალებები ინახებოდა.


5.სფიგმოგრაფი-წნევის აპარატი

თანამედროვე წნევის აპარატის წინამორბედი, რომლითაც არტერიულ წნევას იზომავდნენ.


6.სტეტოსკოპი

რენე ლაენეკმა 1816 წელს გამოიგონა ხელსაწყო, რომლითაც ექიმებს შეეძლოთ პაციენტის სუნთქვა და გულისცემა მოესმინათ.


7. სირცხვილის ნიღაბი

შუასაუკუნეებში ასეთ ნიღაბს უკეთებდნენ ადამიანს, რომელიც, ბილწსიტყვაობდა, იტყუებოდა ან ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა.


8.სკარიფიკატორი

პატარა დანა, რომლითაც კაწრავენ კანს ყვავილის, დიფთერიის, ქუნთრუშის აცრის დროს.


9.ოყნა

ეს თითბერისა და სპილოს ძვლისგან დამზადებული ნივთი ოყნა გახლავთ.


10.ჯედაის მუზარადი

თუ “ვარსკვლავური ომები" გიყვართ, მაშინ 80-იანი წლების ეს სამედიცინო გამოგონება თქვენთვის ახლობელი იქნება. ამ მუზარადის მეშვეობით ექიმები მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას ატარებდნენ.



0
658
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0