x
image
თეონა გორდეზიანი
სიყვარულის ისეთი ახსნა, რომელზეც თავად არ დაფიქრებულხართ...

რა არის სიყვარული? ბიოლოგიური თვალსაზრისით სიყვარული
ისეთივე ნევროლოგიური მდგომარეობაა... როგორიც შიმშილი და
წყურვილია, ოღონდ უფრო ხანგრძლივი.
როდესაც მართლა შეყვარებული ხართ ტვინი მთელ რიგ ნივთიერებებს
წარმოქმნის: ფერომენებს, დოფამინს, ნორეპირეფრინს, ოქსიტოცინსა და
ვაზოპრესინს...საინტერესო ისაა, რომ სიყვარული ნარკოტიკს ჰგავს და
საყვარელ ადამიანთან დაშორება მართლაც ნარკოტიკივითაა.

image

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გულგატეხილ ადამიანში ყოფილი პარტნიორის
სურათის ნახვა ტვინის იგივე რეგიონებს ააქტიურებს, რომლებსაც ფიზიკური
ტკივილი და კოკაინზე დამოკიდებულება. ამასთან სიმპტომები იმდენად მწვავე
შეიძლება იყოს, რომ ორგანიზმში გამომუშავებულმა ნივთიერებებმა შესაძლოა
გულის სერიოზული დაზიანება და ინფარქტიც კი გამოიწვიოს, ასე რომ
მართლაც შესაძლებელია საყვარელი ადამიანის დაკარგვით სიკვდილი. ამას
გატეხილი გულის სინდრომსაც უწოდებენ.




რატომ იყენებენ გულის სიმბოლოს სიყვარულის ილუსტრაციისთვის?
და საერთოდ რატომ ვიყენებთ გულს სიყვარულის გამოსახატად.
ჩვენ არ ვიცით რატომ...


ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ სიყვარულის სიმბოლო პირველად
მეცამეტე საუნეში გვხვდება.
გულის ფორმის გულის მეტაფორად გამოყენება კი XV-XVI საუკუნიდან
დაიწყო.
ზოგის აზრით, გულის ფორმა ინსპირებულია ფოთლიდან ან მსაგვსი ფორმის
რომელიმე ყვავილიდან.

თუ საყვარელ ადამიანს სამი წუთის განმავლობაში თვალს გაუსწორებ, თუ
თუ პარტნიორი მართლა გიყვარს თქვენი გულის ცემა ერთმანეთს
გაუთანაბრდება. თქვენი გულები ზუსტად ერთნაირად დაიწყებს ცემას, როგორ
ან რატომ ხდება ასე ჩვენ უბრალოდ არ ვიცით.

image

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება 1925 წელს შედგეა და ეს
ქორწინება დღესაც გრძელდება. 2015 წელს მათი ქორწინების 90 წელი იყო.



image
თუ ოდესმე გყვარებიათ შეამჩნევდით, რომ სხვა საქმეზე კონცენტრირება
გიჭირთ, თქვენი გონება იმდენად დაკავებულია ამ ახალი გრძნობით, რომ
მასზე ფიქრს ვერ წყვეტთ. ეს არც თუ ისე გასაკვირია, რადგან ტვინი ამ დროს
ისეთივე აქტივობებს ასრულებს როგორსაც ობსესიურ კომპულსიური დარღვევის
დროს. დამტკიცებულია, რომ რომანტიული ურთიერთობის საწყის ეტაპზე
ადამიანს შემცირებული აქვს კოგნიტიური კონტროლი, სხვა სიტყვებით
ამ ახალი ადამიანის მიმართ ფიქრები იმდენად გშთანთქავთ რომ სულელდებით.

ფობია ფაქტობრივად ყველაფრის მიმართ არსებობს და გინდ დაიჯერეთ გინდ
არა გამონაკლისი არც სიყვარულია. ეს ფილოფობიაა და სიყვარულის შიშს
ნიშნავს.

სტატისტიკის მიხედვით შეყვარება ნიშნავს ორი ახლო მეგობრის დაკარგვას,
რომანტიული ურთიერთობები გვართმევს დროს, რომელსაც სხვა შემთხვევაში
მეგობრებთან გავატარებდით და ამ შემთხვევშიც მეგობრობაც ნელ-ნელა ქრება.

თუ მსუბუქი თავის ტკივილი გაწუხებთ კარგი იქნება თუ თქვენს საყვარელ
ადამიანს ჩაეხუტებით, მიზეზი ისაა, რომ როდესაც გულში იკრავთ ან იხუტებთ
მას ვინც გიყვართ, გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ბუნებრივი
ტკივილგამაყუჩებელივით მოქმედებს, ხშირად ტკივილის შესამსუბუქებლად
მხოლოდ შეყვარებულის სურათის ნახვაც კი საკმარისია.

სიყვარული საკმაოდ რთული რამაა, შეიძლება გიყვარდეს შენი ოჯახი, ასევე
კარგი სადილი, შინაური ცხოველი, ჰობი და რა თქმა უნდა შეყვარებული. ბევრი
ემოციური ფაქტორიდან გამომდინარე სხვა მდგომარეობებთან შედარებით
სიყვარულის განსაზღვრა ძალიან რთულია.

ძველ ბერძნებს სიყვარული ბევრად უფრო ორგანიზებული გზით ჰქონდათ
წარმოდგენილი...ისინი სხვადასხვა სახის სიყვარულს სხვადასხვა სახელს
ეძახდნენ. მაგალითად სტორგე - ოჯახური სიყვარული, ფილია - მეგობრული
სიყვარული, ეროსი - რომანტიკული სიყვარული, აღაპე - საღვთო ანუ
უპირობო სიყვარული.

ნამდვილი სიყვარულის პირველი ნაბიჯი მიზიდულობაა, სანამ ვინმე
შეგიყვარდებათ მანამდე ის უნდა გიზიდავდეთ. მართალია, მიზიდულობა
პირობითი და ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს რამდენიმე ზოგადი
მოდელი, რომლითაც უმეტესი ჩვენგანი აფასებს მიმზიდველობას და
საბოლოოდ ვის ავირჩევთ ჩვენს პარტნიორად.
მკვლევარების აზრით ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი სიმეტრიაა,
რაც უფრო სიმეტრიული სხეული გაქვს და განსაკუთრებით კი სახე, მით უფრო
მიმზიდველი ხარ, ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობს რომ სიმეტრიულობა
მიგვანიშნებს რომ ინდივიდი ჯანმრთელია და შთამომავლობაც ჯანმრთელი
ეყოლება, მიუხედავად იმისა რომ სახე სხეულზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია
საყურადღებო ფაქტორს ბარძაყი და მხრები წარმოადგენს. ბარძაყებთან შედარებით
ვიწრო წელიანი ქალები მამაკაცებისთვის მეტად სასურველები არიან. ეს მეტ
ნაკლებად კაცებსაც ეხებათ. აქ მნიშვნელოვანი განიერი მხრებია.

კიდევ საინტერესოა, რომ მიმზიდველობა და სიყვარული ტვინის სულ
სხვადასხვა ნაწილებს ააქტიურებს. სიყვარული და რომანტიული ურთიერთობა
ტვინის მარჯვენა ნაწილს ააქტიურებს, ხოლო იმის ყურება ვინც
თქვენთვის მიმზიდველია მარცხენა ნახევარს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი
ეს არის:
თქვენ არ უნდა იყოთ ძალიან მსგავსი ან ძალიან განსხვავებული და როგორც
ჩანს ეს წესი ყველა სფეროს ესადაგება, ეს იქნება გენეტიკა, ყოფაქცევა,
გარეგნობა და სუნიც კი. აზრი იმაშია, რომ წყვილებს, რომლებმაც მსგავსებებსა
და განსხვავებებს შორის ბალანსი იპოვეს, შეუძლიათ ისწავლონ ერთმანეთისგან, და
ამავდროულად შეუძლიათ ჰქონდეთ საკმარისი საერთო იმისთვის, რომ
ერთმანეთს ეკუთვნოდნენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიყვარული
ისეთივე რთულია, როგორიც ჩვენ გგვგონია.

1
717
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
717
  
2017, 30 ოქტომბერი, 11:11
გადასარევი სტატიაა... მეც განიერმა მხრებმა დამღუპა))))))
0 1 1