x
image
მაიკო ქავთარაძე
რა თვისებებით გამოირჩევიან ძაღლის წელში დაბადებული ადამიანები

ძაღლი ყოველთვის მოუსვენარია, ყოველთვის სადარაჯოზე დგას, არასდროს ისვენებს, ყოველთვის მზადაა იცავდეს... ხშირად უკიდურესობამდე ჯიუტი და ცინიკოსია. მისი ეშინიათ, არ უყვართ უსიამოვნო შენიშვნების გამო.

თამამად ილაშქრებს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, სკეპტიკოსია, აქვს კრიტიკული ჭკუა, იუმორის გრძნობა, დიდსულოვნება მას წვრილმანებზე მაღლა აყენებს.

არ უყვარს ხალხმრავლობა. ერთი შეხედვით ცივი გეჩვენებათ, თუმცა იგი ძალიან თბილი და მგრძნობიარეა. მასში შერწყმულია ადამიანური ბუნების ყველა დადებითი თვისება; ლოიალური, ერთგული და პატიოსანია. განვითარებული აქვს მოვალეობის გრძნობა, მას შეგიძლია დაეყრდნო, სხვაზე უკეთ შეუძლია საიდუმლოს შენახვა. აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს სხვებისათვის.


image




ხალხი პატივს სცემს მათ; ძაღლები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან სამართლის მომხრეები, ნებისმიერი უსამართლობა მასში იწვევს პროტესტს, არ დაწყნარდებიან მანამდე, სანამ არ მოიმოქმედებენ ყველაფერს, რომ გამოასწორონ მდგომარეობა.
image ძაღლი იტანჯება, როცა არსებობს უბედურება, უმუშევრობა, ომები; არის ფილოსოფოსი, მორალისტი... დიდსულოვანი და უანგაროა, მიუხედავად იმისა ცხოვრობს მდიდრულად თუ ქუჩაში. მასში უპირატესია ინტელექტუალური საწყისი, შეუძლია იარსებოს კომფორტის გარეშეც, მაგრამ თუ ფული დასჭირდება სხვაზე უკეთ იშოვის.
image შეუძლია მართოს ხალხი თავის ჭკუაზე, ამიტომ კარგი უფროსი, ხელმძღვანელი იქნება. ჭკვიანურია ასეთი ადამიანის დაახლოება, რადგან არავის ახასიათებს ასეთი შრომისმოყვარეობა, პირდაპირობა, ერთგულება, პატიოსნება. ცხოვრებაში ექნება სატრფიალო სიძნელეები, თუმცა რომან
იკული და ლამაზი.

image




0
2794
13-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
2794
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0