x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
არაჩვეულებრივი მწერალი და მსახიობი "ოთარაანთ ქვრივიდან" - ბორის ანდრონიკაშვილი ცხოვრება და შემოქმედება
ბორის ანდრონიკაშვილი ბორის ანდრონიკაშვილი ფართო საზოგადოებას მიხეილ ჭიაურელის 1958 წელს გადაღებული ფილმიდან "ოთარაანთ ქვრივი" ახსოვს, სადაც არჩილის როლი განასახიერა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ის უპირველესად მწერალი და სცენარისტი იყო, მან დაწერა სცენარი მრავალსერიანი დოკ. ფილმისთვის "გზა", რომელიც მერაბ კოკოჩაშვილმა გადაიღო. ასევე დაწერა არაერთი საგულისხმო წიგნი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და რუსეთში გადასახლებულ ქართველ მეფეებზე, რომლის ორმოცტომეულიც მხოლოდ და მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა..

მისი არისტოკრატული გარეგნობა გენეტიკის დამსახურება იყო:

ბორის ანდრონიკაშვილი ფილმიდან "ოთარაანთ ქვრივი" image

დედა გახლდათ - კირა ანდრონიკაშვილი ( უფროსი), მსახიობი რომელმაც განუმეორებელი სახე შექმნა ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში "ელისო", ის იყო მუნჯი კინოს ვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის და. ბორის ანდრონიკაშვილი გახლდათ მამიდაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობის კირა ანდრონიკაშვილის (უმცროსი). დეიდაშვილები კი იყვნენ ცნობილი რეჟისორები - ელდარ და გიორგი შენგელაიები.

ბორის ანდრონიკაშვილის მამა გახლდათ გერმანული წარმოშობის რუსი პოეტი ბორის პილნიაკი, რომელიც "ელისოს" გადაღებებისას გააცნო კირა ანდრონიკაშვილს ტიციან ტაბიძემ და ნიკოლოზ შენგელაიამ. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და 1934 წლის 28 ოქტომბერს ეყოლათ ვაჟი - ბორისი. ბორის პილნიაკმა რუსი პოეტების დასაცავად კრიტიკული წერილი მიწერა სტალინს, რის გამოც ჯერ საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, შემდეგ კი დახვრიტეს, მისი მეუღლე კირა ანდრონიკაშვილი ასტანაში "სამშობლო მოღალატეების ცოლების" ბანაკში გადაასახლეს.. ბორის ანდრონიკაშვილი მშობლების გარეშე დარჩა და ბავშვთა სახლში უპირებდნენ წაყვანას, როდესაც ბებიამ ჩაუსწრო მოსკოვში და საქართველოში ჩამოიყვანა, ბორისი დეიდის, ნატო ვაჩნაძის ოჯახში იზრდებოდა.


ბორის ანდრონიკაშვილმა მოსკოვში, კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო მომავალში რუსული კინოს ვარსკვლავი - ლიუდმილა გურჩენკო რომელზეც მალევე დაქორწინდა.

ფოტოზე ბორის ანდრონიკაშვილი და ლიუდმილა გურჩენკო:

ბორის ანდრონიკაშვილი და ლიუდმილა გურჩენკოimage

მათ ხუთი წელი იცხოვრეს ერთად და შეეძინათ ქალიშვილი - მაშა.

ბორის ანდრონიკაშვილის მეორე მეუღლე გახლდათ ასევე რუსული კინოს ვარსკვლავი - ნონა მორდიუკოვა, რომელსაც რამდენიმე წელში დაშორდა.. წლების შემდეგ რუსული კინოს ლეგენდა ასე იხსენებდა მეუღლეს: "..მე შეყვარებული ვიყავი თავადზე, ის ბევრს კითხულობდა, შლიდა პასეანსებს, მღეროდა რომანსებს, გენია იყო, ფილოსოფოსი, მის ფონზე სოკრატე ფერმკრთალდებოდა. ის ბრწყინვალედ კითხულობდა ბაირონს და აწყობდა წვეულებებს..."

ბორის ანდრონიკაშვილის მესამე მეუღლე გახლდათ სალეჩოში მომუშავე ჟურნალისტი რუსუდან ხანთაძე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, ქალიშვილს დედის საპატივცემულოდ - კირა, ხოლო ვაჟს ბიძის სახელი - სანდრო დაარქვა.

ბორის ანდრონიკაშვილი 1996 წელს გარდაიცვალა.


0
785
4-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
785
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0