x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
გზა დიდი სპორტისაკენ

image ვარლამ ლიპარტელიანი, ადამიანი ლეგენდა, რომლის კვალზეც დღეს საქართველოში ათასობით ძიუდოისტი იზრდება, ადამიანი, რომელიც დაუღალავი შრომით და ქვეყნის დიდი სიყვარულით აღწევს ამ უაღრესად დიდ წარმატებებს, დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძიუდოისტია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი მიღწევები, რომლითაც ქართველი ერი ასე ამაყობს. ვარლამ ლიპარტელიანს მოგებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირებზე სხვადასხვა სინჯის მედლები. (ბოლო 3 წლის მონაცემებით15 ოქროს, 11ვერხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი) მისი წარმატებით ქართველი ერი ძლიერ ამაყობს, თუმცა ცხადია ასეთი წარმატება მარტივად არ მიიღწევა. აღსანიშნავია მისი დაუღალავი შრომა და ენთუზიაზმი. ვარლამი მსოფლიო რეიტინგში 100კგ– მდე წონით კატეგორიაში ამჟამად მე–3 ადგილს იკავებს. იგი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანია და გუნდთან ერთად მრავალჯერ აქვს მოგებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები.წარმატება ვუსურვოთ ვარლამს და მის ნაკრებს, კიდევ მრავალჯერ გაეხარებინოს ქართველი გულშემატკივარი დიდი წარმატებებით.

0
60
4-ს მოსწონს
ავტორი:მღებრიშვილი გვანცა
მღებრიშვილი გვანცა
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0