x
image
ნინო ბაისონაშვილი
ალფრედ მიუსეს განშორების წერილი ჟორჟ სანდს
ძვირფასო ჟორჟ სანდ

ნუთუ ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ერთმანეთი? დიახ, მაგრამ ვიყოფთ კი იმავე სიყვარულს? შენ მე “ბავშვს“ მეძახი მაშინ, როდესაც მე მოზრდილი ვარ. მხოლოდ დედობრივი გრძნობა გაქვს ჩემ მიმართ? მე ოცდასამი წლის ვარ, შენი კი ოცდაათს გადააბიჯე. შენ მართალი ხარ, ასაკობრივი ზღვარი ჩვენ მაინც დაგვაშორებს. მე შემიძლია მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები ვიპოვო და მათ მკლავებში გადავინაცვლო. ერთმანეთის დასავიწყებლად დრო დაგვჭირდება, მაგრამ სამუდამოდ გაგვყვება საერთო მოგონებები.

მე არ მგონია, რომ შეგვეძლოს ამ სიყვარულის გაგრძელება. ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდება, რათა ეს გატაცება ჩავკლათ, მაგრამ ერთმანეთი აღარ უნდა ვნახოთ, რათა ურთიერთსიძულვილამდე არ მივიდეთ. გეყვარები თუ შეგძულდები?

არ ფიქრობ, რომ უნდა დავასრულოთ? თუ ახლა ასე არ მოვიქცევით, მოგვიანებით მაინც მოგვიწევს, მაგრამ გაცილებით გაგვიჭირდება განშორება.


მე უბედური ვარ, როცა ვხედავ, რომ ვერ გაბედნირებ, ვითრგუნები, როცა ვხედავ, რომ ვერ აცნობიერებ, რას ვგრძნობ შენდამი. უნდა დავშორდეთ. შენი ქცევა, შენი გადაჭარბებული რეაქცია მიბიძგებს განშორებისკენ, რათა გადავრჩეთ.

მე შემეძლო გავჩუმებულიყავი და არ მეღიარებინა, მაგრამ მირჩევნია უკუვაგდო ჩვენი გრძნობები, რათა შენ გული აღარ მატკინო. შენზე ვგიჟდებოდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არ უნდა მყვარებოდი და აღარც მეყვარები... უმჯობესი იქნება, თუ ერთმანეთს აღარც ვნახავთ. შეგვიძლია მიმოწერა გავაგრძელოთ? ეგეც არ ვიცი... image


0
52
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0