x
image
_K_
ფინური სკოლების წარმატების 14 მიზეზი
image

გამოკვლევების მიხედვით, ფინელი მოსწავლეები საუკეთესო მოსწავლეებად მიიჩნევიან მსოფლიოში. ისინი ნაკლებ დროს ატარებენ სკოლაში, ვიდრე სხვა ქვეყნის ბავშვები და საშინაო დავალებებზე 30 წუთზე მეტს არ ხარჯავენ.

სტატიაში გაეცნობით მიზეზებს, რატომ არის ფინური განათლების სისტემა და სკოლები აღიარებული მსოფლიოში საუკეთესოდ.


14. ყველაფერი უფასოა


ფინეთში როგორც განათლების მიღება, ასევე ამისთვის საჭირო ინვენტარიც უფასოა. უფასოა ლანჩი, ექსკურსიები, რვეულები, წიგნები, კალმები, ფანქრები...

თუ მოსწავლე სკოლიდან 2 კმ-ზე მოშორებით ცხოვრობს, სპეციალური სკოლის ავტობუსი მოიყვანს მას სკოლამდე და წაიყვანს სახლშიც.

ამ ყველაფრის ხარჯს თავად ქვეყანა ანაზღაურებს. ფინეთს განათლებაზე მთლიანი ბიუჯეტი 12.2%-ზე მეტი აქვს გამოყოფილი.

image


13. ინდივიდუალური მიდგომა ყველა მოსწავლისადმი

ფინეთში მოსწავლეებს თავიანთი უნარების შესაბამის დავალებებს აძლევენ. განსხვავებული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვები ერთად სწავლობენ. თუმცა, თუ მოსწავლე რამეს ვერ გააკეთებს, მასწავლებელი მას ინდივიდუალურ დავალებას აძლევს.


12. ნიშნები მხოლოდ მოსწავლეებისთვისაა ცნობილი

ფინეთში 10ქულიანი შეფასების სისტემაა, თუმცა, მესამე კლასამდე ნიშნები საერთოდ არ იწერება. მესამედან მეშვიდე კლასამდე მხოლოდ სიტყვიერი შეფასებებია: "უკეთესიც შეგიძლია", "კარგია" ან "ძალიან კარგია".

საკუთარი ნიშნები მხოლოდ მოსწავლეებისთვისაა ცნობილი. მათ არ საყვედურობენ დაბალი ნიშნების გამო, ქულები მხოლოდ მოსწავლეების წასახალისებლად და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესადგენადაა საჭირო.

image


11. სკოლაში დასაშვებია პიჟამოთი მოსვლა.

ფინეთის სკოლებში ფორმები არის. მოსწავლეებსაც შეუძლიათ, სკოლაში ისე ჩაცმულები მოვიდნენ, როგორც უნდათ. არ არსებობს რამე აუცილებელი მოთხოვნა. კლასში ფეხსაცმლის გარეშე, წინდებში ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია.

image


10. გაკვეთილის დროს მოსწავლეს შეუძლია, იჯდეს დივანზე ან წამოწვეს ხალიჩაზე

მოსწავლეებს არ ევალებათ მერხთან ჯდომა. მთავარია, კომფორტულად იყვნენ გაკვეთილის მოსმენის დროს. თუ თბილა, შეიძლება გაკვეთილი გარეთაც ჩატარდეს, სადაც ამისთვის სპეციალურად მოწყობილი გარემო არსებობს.

image


9. აქ ძალიან ცოტა საშინაო დავალებაა

ფინელი მასწავლებლები ფიქრობენ, რომ სახლში ბავშვმა უნდა დაისვენოს და დრო გაატაროს ოჯახთან, იმის მაგივრად, რომ მთელი საღამო იმეცადინოს. ამიტომ, ისინი ბავშვებს ცოტა დავალებას აძლევენ და თან, ძალიან საინტერესოს. მაგალითად, ისტორიის ერთ-ერთი საშინაო დავალებისთვის მოსწავლემ უნდა აიღოს ინტერვიუ ბებიამისისგან, რომ გაიგოს, რა ხდებოდა 50-იანებში და შეადაროს ეს დრო თანამედროვე ცხოვრებას.

image


8. აქ გამოცდები არ არსებობს

ფინელი მასწავლებლები ამბობენ: "უნდა მოემზადო ან ცხოვრებისთვის, ან გამოცდისთვის. ჩვენ ვირჩევთ პირველს". ამიტომაც არაა ფინეთის სკოლებში გამოცდები. მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეებს აწერინონ ტესტი თავიანთი შეხედულებისამებრ. არსებობს მხოლოდ ერთი სავალდებულო ტესტი, რომელსაც მოსწავლე წერს 16 წლის ასაკში, საშუალო სკოლის დამთავრებისას.


7. ფინეთის ზოგიერთ სკოლაში ყველა საგანი გააუქმეს

ფინური განათლების სისტემის ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა სწავლაზე დაფუძნებული ფენომენი. გაკვეთილების ნაცვლად, მასწავლებლები ატარებენ 6 კვირიან სექციებს, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ, შეისწავლონ ერთი თემა განსხვავებული კუთხეებიდან. მაგალითად, მიგრაციის საკითხს მოსწავლეები განიხილავენ გეოგრაფიული კუთხით (საიდან მოვიდნენ მიგრანტები), ისტორიის კუთხით (რა მოხდა მანამდე), კულტურის კუთხით (რა ტრადიციები აქვთ მათ). ბავშვები ფიქრობენ კითხვებს და ცდილობენ, თავადვე იპოვონ პასუხები.


6. მოსწავლეებს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი დასვენებები აქვთ

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად საინტერესოა გაკვეთილი, ყველაზე საინტერესოდ ფინელი ბავშვებისთვის მაინც შესვენებები რჩება. მათ ყოველი 45წუთიანი გაკვეთილის შემდეგ 15წუთიანი შესვენება აქვთ.

image


5. მასწავლებლები ნამდვილი პროფესიონალები არიან

ჰელსინკის უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე ერთ პოზიციაზე 20 ადამიანი მოდის. მასწავლებლების საშუალო თვიური ხელფასი 3500 ევროა. მასწავლებლობა ძალიან პრესტიჟული სამსახურია ფინეთში.

არ არსებობს სწავლების ერთი განსაზღვრული პროგრამა. ყოველი მასწავლებელი თავად წყვეტს, რომელი წიგნი და პროგრამა გამოიყენოს. მასწავლებლის გარდა, თითოეულ გაკვეთილზე არის სპეციალური ასისტენტი, რომელიც უყურებს და ეხმარება ბავშვებს დავალების გაკეთებაში.

image


4. მოსწავლეებს მხოლოდ იმას ასწავლიან, რაც მათ ცხოვრებაში გამოადგებათ

ცურვის გაკვეთილების დროს მოსწავლეები სწავლობენ იმ ნიშნებს, რომლებიც დაეხმარებათ ამოიცნონ ადამიანი, რომელიც იხრჩობა. ოჯახის საქმეების გაკვეთილზე ისინი სწავლობენ, როგორ მოამზადონ საჭმელი, მოქსოვონ ან გაკერონ. დიდი ყურადღება ექცევა ბუნებაზე მზრუნველობის სწავლებასაც. ასევე, ფინელ მოსწავლეებს ადვილად შეუძლიათ, შექმნან საკუთარი საიტი ან დოკუმენტების საქაღალდე.

მთავარი რამ, რაც სკოლაში ისწავლება, არის შეგუება, შესწავლა და ფეხის აწყობა მუდმივად ცვლილებადი სამყაროსთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომზადება ცხოვრებისთვის.

image



3. ყველა სკოლა ერთნაირად კეთილმოწყობილია

ფინეთში არ არის იმის საჭიროება, რომ იკითხო, რომელი სკოლა რომელს სჯობს. ყველა მოსწავლე იმ სკოლაში დადის, რომელთანაც ახლოს ცხოვრობს, რადგან აქ არ არსებობს "ელიტური" სკოლები. მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობს მოსწავლე, მას მაინც ექნება წვდომა სკოლასთან, სადაც მაღალკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან, სადაც კარგი ინვენტარია და სადაც ჯანსაღი საკვებია.

image


2. მოსწავლეები თავად ირჩევენ, რა ჭამონ ლანჩზე

ფინეთის სკოლებში მრავალფეროვანი და უფასო საჭმელია. სკოლის საიტზე საჭმლის მენიუ ერთი თვით ადრე ხდება ცნობილი, მოსწავლეებს შეუძლიათ ესტუმრონ საიტს, აირჩიონ, რას ისურვებდნენ და "ჩააგდონ საკუთარ კარტაზე". მენიუში შესულია დიეტური და ვეგეტარიანული საკვებიც.

image


1. სკოლაში ღამის "წვეულებებიც" ტარდება

ზოგჯერ ბავშვებს სახლიდან მოაქვთ ძილისთვის საჭირო ნივთები და ღამით სკოლაში რჩებიან მასწავლებლებთან ერთად, ისინი თამაშობენ, უყურებენ ფილმებს და იძინებენ. დილაობით საუზმობენ ნაყინთან ერთად.

ვის შეიძლება არ უყვარდეს ასეთი სკოლა?

ბავშვებს მისი დატოვება არც დღისით უნდათ, არც ღამით.

image


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ვასწავლოთ ბავშვს ლოდინი - 5 სასარგებლო რჩევა

2. სასაცილო ბავშვები - ფოტოები, რომლებიც გაგახალისებთ

3. სიტყვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვამახინჯებთ

4. როგორ მუშაობს გაერო?

5. ცნობილ ნახატებში დამალული 5 საიდუმლო

0
1058
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1058
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0