x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
მიხეილ ჯავახიშვილი ეკლესიურობის შესახებ


image


ჩვენ ვთხოულობთ ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მთავრობა სრულიად არ უნდა ჩაერივნენ ეკლესიისა და სარწმუნოების საქმეში. სამაგიეროდ არც ეკლესია და არც სამღვდელოება უნდა ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეში. სამღვდელოება და ეკლესია უნდა შეინახონ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესია. ვთქვათ, ერთ სოფელში ას კაცს სწამთ ღმერთი, ათ კაცს კი არ სწამს, ასმა კაცმა უნდა აირჩიონ მღვდელი და ისე მოაწყონ ეკლესიის საქმე როგორც მათ უნდათ, ათ ურწმუნო კაცს კი ძალა არ უნდა დაატანონ რწმენაში. ყველამ ის ღმერთი უნდა ილოცოს, რომელიც მას სწამს, ყველამ ისე უნდა ილოცოს, როგორც მისი სურვილი იქნება. მაშ ასე: ჩვენ ვთხოულობთ რწმენის სრულ თავისუფლებას. ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან და ვუკრძალავთ მთავრობასაც და სამღვდელოებასაც ერთმანეთის საქმეში ჩარევას.


მიხეილ ჯავახიშვილი.

ამონარიდი "გლეხის წერილებიდან" 1906 წელი.

1
442
5-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
442
  
2017, 29 ოქტომბერი, 21:09
არიქა ჩაქოლეთ ეს როგორ აკადრა სამღვდელოებას ეს ეაკის მოციქული
0 1 1