x
image
მაიკო ქავთარაძე
"ქართველების ტომი უმშვენიერესია აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა მთელ ქვეყანაზედაც"-რას წერს ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ
ალექსანდრე დიუმა განსაკუთრებული სიმპათიით საუბრობს ქართველებზე თავის წიგნ "კავკასიაში", ვფიქრობ, არც ერთ ხალხზე არ უწერია მას ასეთი სიყვარულითა და პატივისცემით.

ციტატები წიგნიდან ქართველების შესახებ:

"ქართველების ტომი უმშვენიერესია აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა მთელ ქვეყანაზედაც. აქ არ მინახავს არც ერთი ცუდი სახის ქალი ან კაცი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვდა. ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკლუცით დაუსაჩუქრებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია თვალი მოჰკრათ აქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ."


image



"ჩემი შეხედულებით, ქართველს სრულიად თავისუფლად შეუძლია შეეცილოს ჩერქეზებს სილამაზეში, ჩემს დღეში არ დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ნოღაის ველებში პირველი ქართველის შეხვედრამ მოახდინა ჩემზე."


image

"არ შეიძლება დახატოთ ქართველი ქალების სახესა და ტანადობაზე უმშვენიერესი სახე და ტანადობა: მშვენიერნი, თვალტანადნი, წერწეტნი და კეკლუცნი."


image


"როგორც ვთქვით, მეგრელი ქალები, მეტადრე ქერა შავთვალა და შავგვრემანი ცისფერთვალება ქალები, ულამაზესი არსებანი არიან დედამიწის ზურგზე."


image


"ევროპაში წარმოდგენაც კი არ აქვთ კოლხეთის ხალხთა სილაზეზე."


image

1
2149
9-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
2149
  
2018, 2 აგვისტო, 10:45
აბა ეხლა რა ჯანდაბა გვეტაკა..
0 1 1