x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რელიგია, როგორც ,,იარაღი,, და იდეოლოგიური მანქანა
რა არის რელიგია? რა მოაქვს მას კაცობრიობისთვის? ეს ის ფილოსოფიურ-ეგზისტენციალური კითხვებია, რომელიც მუდმივად აწუხებდა კაცობრიობას. მოაქვს თუ არა რელიგიას იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე ზარალი. ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ მისი გავლენა და მისი შედეგები ჩვენი თანამედროვეობის მაგალითზე.


image

რელიგია პირველ რიგში ემსახურება ადამიანების ფსიქიკის ფორმირებას, აძლევს მას განვითარების სასურველ მიმართულებას და წინასწაარჩამოყალიბებულ ნორმებში აქცევს, რაც ყოველგვარ ინდივიდუალიზმს გამორიცხავს. რელიგიური ადამიანისთვის არსებობს “სჯულის კანონი“. ის არ განიხილავს ინდივიდის საკითხს, ცალკეულ პრობლემებს, გრძნობებს, მისთვის მთავარია “სჯული“. შესაბამისად, უამრავ ადამიანურ მსხვერპლს მოითხოვს და ბევრს სწირავს მორწმუნე იმ ილუზიით, რომ ამქვეყნიური არსებობა წარმავალია და არსებობს სამუდამო სიცოცხლე, სადაც მისი “ღვაწლი“ დაფასდება.

გარდა იმისა, რომ ის არაერთი ტერორისტული აქტის, ომის და ბარბაროსულ-ვანდალური დანაშაულის მიზეზი ხდება, ადამიანის გონებაზე ახდენს ერთგვარი ძლიერმოქმედი ნარკოტიკის ეფექტს და ავსებს მას მისტიკით, ქიმერების რწმენით, შესაბამისად, ადამიანის ქცევა შორდება “რაციოს“ და ხდება მისტიკაზე დამოკიდებული, მისი გადაწყვეტილებები ეფუძნება არა ლოგიკურ, რეალისტურ ანალიზს ან ლოგიკას, არამედ უხილავის, შეუცნობლის რწმენას. ის ადამიანს ავსებს გაურკვევლი, გაუცნობიერებელი შიშით და ხშირად სიძულვილითაც კი. ნებისმიერი, ვინც რელიგიური დოგმების წინააღმდეგ წავა, იწვევს ფუნდამენტალისტი მორწმუნის უკმაყოფილებას. ეს სუკანასკნელი არც მის მიმართ ვერბალური აგრესიის გამოვლენას ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ თავისი მრწამსი საპირისპიროსკენ მოუწოდებს.


image

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ არსებობს “კარგი“ ან “ცუდი რელიგია. რელიგიების შედარებითი ანალიზს მართლაც შეუძლია ბევრი რამ დაგვანახვოს. დავინახავთ, რომ ისლამი ქრისტიანობასთან შედარებით ბევრად ულმობელი რელიგიაა, ასევე იმას, რომ ბუდიზმი სხვვებთან შედარებით მშვიდობიანია, ეს უდავოა, მაგრამ საბოლოო ჯამში ნებისმიერი მათგანი მიზნად ისახავს ადამიანების ზომბირებას, მათი დეინდივიდუალიზაციას, სტერეოტიპიზაციას და დატერორებას. ღმერთი გვევლინება, როგორც დიქტატი, რომელიც იქმადეა კეთილი, ვიდრე ჩვენ მას ვემორჩილებით, ხოლო თუ არ ვემორჩილებით, ის აუუცილებლად “აგვიწევს ყურებს“ და დაგვსჯის. დაახლოებით ასე გამოიყურება ნებისმიერი რელიგიური სწავლება. ის ყოველთვის საუკეთესო საშუალება იყო, რომ რელიგიურ ინსტიტუტებს გავლენა მოეხდინათ ადამიანებზე, დაესაჯათ, გაესამართლებინათ, წაერთმიათ მათთვის და თანაც ეს მომხდარიყო უზენაესის სახელით. მრევლში ძალიან ცოტა თუ ფიქრდება ხოლმე : ნუთუ მართლა მოითხოვს უფალი ჩვენგან იმ უზარმაზარ მსხვერპლს, რაც სასულიერო პირების მოწოდებებში ჟღერს ხოლმე ან იმას, რაც აქამდე გაუღიათ ადამიანებს?

image

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, დავინახავთ, რომ სასულიერო პირები ხშირად კატეგორიუალდ უარყოფენ სექსუალურ უმცირესობებს, ახდენენ მათ დემონიზაციას და ცდილობენ მრევლში გააღვივონ სიძულვილი ეგრეთ წოდებული სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ. ბიბლიას თუ გადავხედავთ, სრულიად საწინააღმდეგოს გვეუბნება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ აღთქმაში ბლომადაა ჩადებული ტოლერანტობის მარცვლები და ქრისტემ არაერთგზის შეიწყნარა “დაცემულნი და ცოდვილნი“, ჩვენი სასულიერო პირები კატეგორიულად გამორიცხავენ ქრისტიანული ცხოვრების და ლგბტ თემის ურთიერთთავსებადობას. გარდა იმ ყბადაღებული 17 მაისისა, როცა მოძღვრებმა კონფლიქტში ღიად ჩაბმაც არ ითაკილეს, დღემდე ხშირად გამოდიან სექსუალური უმცირესობების და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ, ნაცვლად მედიატორის როლისა, თამაშობენ წამქეზებლის როლს. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რელიგია, რომელიც მანიპულაციის იარაღად იქცა, ვერაფრით ვერ ასრულებს დადებით როლს თანამედროვე საზოგადოებრივ, გნებავთ პოლიტიკურ პროცესებში.

image

ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ყველა მონოთეისტურ რელიგიას ლგბტ თემის და ადამიანის უფლებების მიმართ. მათთვის ჰომოსექსუალები საზოგადოების “სამარცხვინო“ კატეგორიაა, უფლის ნების და ბუნების წინააღმდეგ მოქმედნი და ისლამურ ქვეყნებში უმკაცრესადაც უსწორდებიან. ასეთ ქვეყნებში არსებული მკაცრი წესების, ფუნდამენტალიზმის და რელიგიური დიქტატურის გამო, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა იქ ძალიან გართულებულია.

არანაკლები სიმწვავით დგას ქალთა უფლებები რელიგიით “მონუსხულ“ საზოგადოებებში. გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ხშირად მოგვიწოდებს ქალებს მორჩილებისკენ, რაც კულტურაზე არსებითად აისახა - “ დაუმორჩილებელი“ ქალები ხშირად ფატალურად ასრულებენ სიცოცხლეს, შექმნა მითი ქალების “უწმინდურების“ შესახებ. რელიგიის, შეიძლება ითქვას, საჭიროზე მეტი გავლენა საზოგადოებაზე აძლიერებს პატრიარქალურ კულტურას და ჩიხში შეყავს ქალთა უფლებები, იწვევს მათ კატეგორიზაციას და სტიგმატიზაციას. ჩვენ სულ ცოტახნის წინ ჩამოვიტოვეთ დრო, როდესაც ქალებს მკაცრად აკრიტიკებდნენ ჩაცმულობის გამო, ცოტახნის წინ ღრმა დეკოლტე და მოკლე კაბა საკმარისი იყო ქალზე ძალადობისთვის. ეს პრობლემები კი დღემდე არ არის დაძლეული და მას რელიგიის რეპრესიულ მორალთან საკმაოდ ბევრი საერთო აქვს. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ეკარნახა “იდეალური“ქალის მოდელი და ჩარჩოები, რომელშიც ეს ქალი უნდა ჩამჯდარიყო.

ბუნებრივია, გაცილებით ცუდი მდგომარეობაა ქალთა უფლებების კუთხით მუსლიმანურ სამყაროში. ქალებს უტარებენ წინდაცვეთას, თუმცა “ყურანში“ ამის შესახებ არაფერი წერია. რეალურად, რელიგიას ბრალდება ის, რაც სურთ ადამიანებს, რომლებიც ისევ ამ რელიგიით არიან მოწამლულები: ესაა ქალის სექსუალურად დაინვალიდება, რათა თავი დაიზღვიონ “თავისმოჭრისგან“, რაც კარგად ასახა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში სომალელმა მოდელმა ვარის დირიემ, სახელად - “ უდაბნოს ყვავილი“.

მუსლიმურ სამყაროში ისევე, როგორც ქრისტიანულში არაერთი ქალი ჩაქოლეს იმ ბრალდებით, რომ მათ ქალწულობა ქორწინებამდე დაკარგეს ანუ “უწმინდური“ ქალი, იგივე ეშმაკეული, ღემრთის სახელით უნდა მოკვდინდეს, რათა აღსრულდეს “სჯულის“ კანონი. “ვალმოხდილი“ ბრბო კი კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ.

იმ ქვეყნებში, სადაც რელიგია ძლიერია, აშკარად შეიმჩნევა ეკონომიკური უფსკრული სეკულარიზებულ სახელმწიფოებთან შედარებით. ეგრეთ წოდებული მორწმუნე საზოგადოებები მარტივად იჯერებენ, რომ ამქვეყნიური ცხოვრება უმნიშვნელოა. შესაბამისად, ნაკლებად ცდილობენ მატერიალური დოვლათის შექმნას და ცხოვრობენ ნეტარი მარადისობის მოლოდინში. მათ ნაკლები ეკონომიკური ამბიციები გააჩნიათ სეკულარული ქვეყნების საზოგადოებებთან შედარებით.

რელიგია შეიძლება არ თამაშობს ერთადერთ როლს, მაგრამ მისი გავლენა მაინც ცალსახად დიდია საზოგადოებაზე, ხშირად ხდება კონფლიქტის, სიტყვიერი შეხლა-შემოხლის, დანაშაულის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტების, -ტერორიზმის მიზეზი და რიგით მოკვდავთა მანიპულირების იარღი. მას ძალიან ხშირად იყებენებენ სპეკულაციის, პირადი შურისძიების ან პირადი ინტერესების დასაცავად.

უამრავი რელიგია უკვე დაეცა, მონოთეისტური რელიგიები ნელ-ნელა კარგავენ გავლენას საზოგადოებაზე, რაც ტექნიკურ პროგრესთან ერთად ცალსახა გახდა. ჯერ ისევ შორს ვართ იმ დროისგან, როცა ადამიანური აზროვნება დაიცლება და გათავისუფლბდება “უხილავის“ ტერორისგან და ადამიანები ერთმანეთს რელიგიური მოტივებით აღარ დაუპირისპირდებიან, ამ კუთხით თანამედროვე საზოგადოება წინ ნელი ნაბიჯებით მიიწევს



1
200
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
200
  
2018, 31 აგვისტო, 18:22
რელიგია იყო, არის და იქნება კაცობრიობის შხამი :)
0 1 1