x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰაეროვანი ღვეზელი, სხვადასხვა გულსართით
image


ინგრედიენტები (20 ღვეზელისთვის):


კეფირი – 1 ჭიქა
რაფინირებული ზეთი – 0.5 ჭიქა
შაქარი – 1 ს. კ.
მარილი – 1 ჩ. კ.
სწრაფად ხსნადი მშრალი საფუარი – 11 გრ.
ფქვილი –3 ჭიქა


გულსართი – ნებისმიერი


კვერცხის გული და 1 მწიკვი ვანილინი – ზემოდან გადასასმელად


მომზადება:


1. კეფირი და ზეთი მოათავსეთ თასში და შეათბეთ.
2. დაამატეთ შაქარი, მარილი და აურიეთ.

3. საფუარი და ფქვილი ერთმანეთს შეურიეთ (ფქვილი აუცილებლად გაცერით) და თასში მოთავსებულ მასას დაუმატეთ.

4. მოზილეთ ცომი და სითბოში გააჩერეთ 20-30 წთ.
5. ცომი გაყავით 20 ნაწილად > თითოეული გუნდა გააბრტყელეთ, მოათავსეთ გულსართი და მიეცით ღვეზელის ფორმა > მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე.

6. კვერცხის გულს დაასხით ცოტა წყალი > შეურიეთ ვანილინი > გადაუსვით ღვეზელს ზემოდან.
7. ღვეზელების ფორმირების და კვერცხის გადასმის შემდეგ, ჩართეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ვიდრე ის საჭირო ტემპერატურაზე გახურდება, ცომი ამოსვლას მოასწრებს.

8. შედგით გამზადებული საცხობი ფირფიტა ღუმელში და გამოაცხეთ.

imageimageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


ჰაეროვანი და უგემრიელესი ხაჭოს ფუნთუშები 15 წუთში. რეცეპტი ზარმაცებისთვის!

საფუარიანი ცომის ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი რეცეპტი, ყველა სახის ღვეზელისთვის

ხაჭოს ბურთულები

უცხიმო მჭადი ყველის გულსართით

ყველის კექსი საუზმისთვის (3 რეცეპტი)

კრუასანები საუზმისთვის. 30 კრუასანი - 45 წუთში

image

3
680
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
680
  
2022, 21 ნოემბერი, 21:43
რა ლამაზია, უნდა ვცადო
2017, 31 ოქტომბერი, 15:00
მართლაც, ტვალი მიიტაცა ისეთია, კეფირის მაგივრად რა შეიძლება, მაწონი ალბატ ხო, ან არაჟანიც შეიძლება ნეტა?
2017, 27 ოქტომბერი, 20:03
რა მადის აღმძვრელად გამოიყურება, მმმმმ....
0 1 3