x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვლადიმერ პუტინი - "XXI საუკუნის მეფე"

image17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უზარმაზარ რუსეთის იმპერიას მართავს. მისი ძალაუფლება იმაზე დიდია, ვიდრე აქამდე იყო. დასავლეთი, რომელიც დაუფიქრებლად აღიარებს პუტინს სტალინის შემდეგ ყველაზე ძლიერ და გავლენიან ლიდერად, რუსები სულ უფრო მეტად ეძებენ ისტორიის ადრეულ პერიოდს. მოსკოვში როგორც ლიბერალური რეფორმატორები, ასევე კონსერვატორი ტრადიციონალისტები დაუფარავად საუბრობენ პუტინზე და მას " XXI საუკუნის მეფედ" მოიხსენიებენ.

მას შემდეგ, როცა 2001 წელს რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ოლიგარქების წინააღმდეგ გამოვიდა და სწორედ ამ მეთოდებით ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, პირველ რიგში მედიას, შემდეგ კი გაზისა და ნავთობის კორპორაციების კონტროლი სრულიად მოიპოვა, (რამდენადაც ფულისა და ძალაუფლების ხელმისაწვდომობა მხოლოდ მასში იყო) ის უპირობო ლიდერი გახდა და დღემდე მართავს ქვეყანას და არა მარტო რუსეთს.დღეს "უძლეველი ლიდერი" ემსახურება მხოლოდ საკუთარ სიამოვნებას. მან სრულიად ხელში ჩაიგდო სასამართლო და პროკურატურა და ამ გზით დღესაც არწმუნებს საზოგადოებას, რომ “If there is no Putin, there is no Russia.”

90 - იანი წლების ქაოსიდან გამოიყვანა ქვეყანა და კვლავ შეძლო აეძულებინა სამყარო რუსეთისთვის ანგარიში გაეწიათ, რითაც დაიმკვიდრა " XXI საუკუნის მეფის" სტატუსი.მაგრამ როგორც ძალაუფლებისა და ავტოკრატიის მოტრფიალე, მსოფლიოს სხვა ლიდერების მსგავსად ისიც ატარებს მეფეთა მთავარ სისუსტეებს და "უზომოდ ძლიერ ავტოკრატს" უზომოდ გაუჭირდება ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რამაც შეიძლება მასობრივი რეპრესიები და არეულობა გამოიწვიოს ქვეყანაში. პუტინს პრეზიდენტობის ვადა 2018 წლის გაზაფხულზე ეწურება და "ამ ქვეყნად მუდმივი არაფერია, მათ შორის არც ძალაუფლება" - წერს წყარო და აქვე ვკითხულობთ: - " ყველა ისტორიას აქვს თავისი ტრაგიკული ირონია" - წერს Economist.ის, რომ მუდმივი არაფერია და ყველა ისტორიას აქვს ტრაგიკული ირონია დაამტკიცა კიდეც ბოლშევიკურმა რევოლუციამ, რომელიც ზუსტად 100 წლის წინ - 1917 წლის ოქტომბერში მოხდა.

0
184
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0