x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვისაც ქვეყანა ფეხზე კიდიათ - არც ფული აკლიათ, არც თანამდებობები და არც დაფასება– თამარ მესხი
საქართველოში არსებული დღევანდელი რეალობა მემგონი ყველას გვაწუხებს, ზოგადად კი ის, რომ სტანდარტებს ცოდნისა და "დიპლომების" გარეშე გვიწესებენ და სამსახურის უმეტესს მხოლოდ ასაკით და ვიზუალური მხარეებით ვაკმაყოფილებთ. პლუს ამას გაძვირებული– ტარიფები, პროდუქტი და სხვა მრავალი ფაქტორი. არსებული პრობლემების ხარჯზე კი ახლანდელ და მომავალ თაობას, რომელიც საერთოდ ვერ ხედავს თავის მომავალს ასეთ ქვეყანაში, ქვეყნიდან გაქცევის სურვილი უჩნდება.


image


"ქართველ ემიგრანტთა ერთობისა" და "გააგრძელე საქართველოს" მომხმარებელი და აქტიური მონაწილე თამარ მესხი სოციალურ ქსელში არსებულ პრობლემებს ეხმაურება სტატუსით, სადაც აფიქსირებს 20 წლის შვილისა და მისი თანატოლი მეგობრების აზრს. სტატუსს კი უცვლელად გთავაზობთ.


image



"ორი დღის წინ საუბარი გვქონდა ოჯახში ახალგაზრდების სამშობლოსადმი დამოკიდებულების შესახებ. ჩვენმა 20 წლის შვილმა გვითხრა - ჩემი თაობის ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს საერთოდ არ ანაღვლებს საქართველო, ერთი სული აქვთ როდის გაიქცევიან აქედანო.


ამან საშინლად იმოქმედა ჩვენზე და მოვყევით იმაზე საუბარს როგორ და რატომ უნდა ემსახურო სამშობლოს, რაზეც სრულიად ლოგიკური, მაგრამ მტკივნეული პასუხი მივიღეთ - ამდენი წელია გიყურებთ, რაც თავი მახსოვს ამ ქვეყნის სამსახურში ათენებთ და აღამებთ, მაგრამ ტანჯვა-წამების და ნერვების გლეჯის მეტი არაფერი მიგიღიათ. მუდმივად ომი გიწევთ იმისთვის, რომ ხალხისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე აკეთოთ და ვინ დაგიფასათ, ომში მუდმივად მარტო ხართ და ეხლა საერთოდ უმუშევრები დაგტოვეს. აბა იმათ შეხედეთ, ვისაც ქვეყანა ფეხზე კიდიათ - არც ფული აკლიათ, არც თანამდებობები და არც დაფასება.


ეს არის დღევანდელი საქართველო, სადაც "გააგრძელე საქართველოს ისტორია"–ს, "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"–ს, "ცერკოვნი ბუნტის", "ქრონიკები"–ს, "კედლები"–ს, "კავკასია"ს და ქართული სულით გაჟღენთილი მოთხრობების ავტორი ქვეყანას არ ჭირდება"–წერს თამარ მესხი.

image


P.S. თქვენ რა აზრის ხართ?

2
96
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
96
  
2017, 28 ოქტომბერი, 13:21
ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი
2017, 28 ოქტომბერი, 12:20
სიამრთლე და ჭერშმარიტება, ჩლუნგი რწმენა , რომ ყველაზე აი, ყველაზე ერი ვართ-თვითკმაყოფილება, რამაც ვერაფერი შეგვმატა, პირიქით ჩვენი მუდმივი უწყვეტი რეგრესის სერიოზული მიზეზია
0 1 2