x
image
ნათია ჩხობაძე
თამაზ აქუბარდიას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

"ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია "საფარის" წევრი, მარი კურტანიძე თავის ყოფილ მასწავლებელს, თამაზ აქუბარდიას სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს. ამ ფაქტის შესწავლას აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.მარი კურტანიძე,  აქუბარდია
მარი კურტანიძემ ინფორმაცია საჯარო სივრცეში გაავრცელა, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა ოფიციალური მიმართვა, ფაქტს შსს გამოიძიებს.
მარი კურტანიძემ ინფორმაცია sapari.ge-ზე გამოაქვეყნა, სადაც თავის ყოფილ მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
თამაზ აქუბარდია, გავრცელებული ინფორმაციით მარიამს სახლში აკითხავდა და მათემატიკაში ამეცადინებდა აბიტურიენტობის დროს.
ამ წერილის შემდეგ, თამაზ აქუბარდიას ასევე ყოფილმა სტუდენტმა დაწერა, რომ ის ისმენდა "უხამს კომენტარებს" ლექტორის მხრიდან.imageეს კი, სოფი გოგიშვილის წერილია, რომელიც მან facebook-ზე დაწერა.
თამაზ აქუბარდია
თამაზ აქუბარდია მეოთხე მოწვევის პარლამენტარია.
24 ოქტომბერს, ქალთა მოძრაობამ პარლამენტში სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ 1000 ხმა შეიტანა, რომელიც Facebook-ზე შეაგროვა ორგანიზაციამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი.
მეგობრებო, მინდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი, უნდა იყოს თუ არა, სექსუალური ხასიათის შევიწროება კანონით დასჯადი?



წყარო:imedinews.ge

2
323
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
323
  
2017, 27 ოქტომბერი, 15:41
მეც ვფიქრობ, რომ სექსუალური შევიწროება უნდა იყოს დასჯადი
2017, 27 ოქტომბერი, 8:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2