x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
თურქეთში ქართველი "მამაშა" დააკავეს,რომელიც ქალებს პროსტიტუციას აიძულებდა

imageანტალიაში სპეცოპერაციის შედეგად 14 პირი დაკავეს, 10 პროსტიტუციის ბრალდებით, ხოლო აქედან 4 პირი დანაშაულებრივი გზით ქალების პროსტიტუციაში ჩაბმით იყვნენ დაკავებულნი.ინფორმაციას თურქული გამოცემა hurriyet-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შესაბამისმა უწყებებმა მუშაობა დაიწყეს მიღებულ ინფორმაციაზე, რომ თურქეთში ჩაყვანილი უცხოელები პროსტიტუციაში იყვნენ ჩართულნი.ქალებს ჰპირდებოდნენ სამუშაოს და იმას, რომ ისინი ფულს იშოვიდნენ.

დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო ქართველი 42 წლის ქალბატონი, რომელიც 12 წელია თურქეთში ცხოვრობს და მისი თურქი მეუღლე, აგრეთვე თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე და უკრაინელი ქალბატონი.

10 მეძავს შორის 4 უკრაინის მოქალაქეა, 2 საქართველოსი, 2 ყაზახეთის, თითო-თითო მოლდავეთის და ყირგიზეთის.

image

0
474
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0