x
image
ფიქრია ჯიქია
ხურმის გასაოცარი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე

image

ხურმა რეკომენდირებულია იმათთვის, ვინც ებრძვის ჭარბ წონას. მიუხედავად იმისა, რომ ხურმა ტკბილია, ის დაბალკალორიულია.


გამხმარი ხურმის ნაყოფი გამოიყენება როგორც ვალოკორდინის შემცვლელი ჰიპერტონული დაავადების მკურნალობის დროს. შეჭამეთ 2-3 ნაყოფი ყოველდღე.

ხურმის ნაყოფი ეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებისადმი ბრძოლას. დიარიის დროს 6 მწიფე ნაყოფი დაჭერით და დაასხით 3 ჭიქა ადუღებული წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ნახევარი საათი. გააცივეთ და მიიღეთ 1 ჭიქა ყოველ 2 - 4 საათში.

შეჭამეთ ხურმა საუზმეზე და თქვენ გაოცდებით თქვენი შრომისუნარიანობით.

ის ემსახურება ონკოლოგიის პროფილაქტიკას, ფილტვების დაავადებებს და თირკმლებში კენჭების წარმოქმნას. არის შარდმდენი და მატონიზირებელი საშუალება, რეკომენდირებულია ნერვული დარღვევების, ცუდ განწყობაზე ყოფნის დროს.

აძლიერებს მხედველობას და არ აძლევს ორგანიზმს დროზე ადრე დაბერების საშუალებას. ხურმის მოყვარულები ხშირად დიდხანს ცოცხლობენ.

ხურმის ნაყოფის ყუნწებს იყენებენ ღამის და ასაკობრივი შარდშეუკავებლობის დროს. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ხურმის ნაყოფის ყუნწებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ 10 წუთი, გააჩერეთ თავდახურული 1 საათი. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში ორჯერ.

არ შეიძლება ხურმის გადაჭარბებით მიღება შაქრიანი დიაბეტის დროს.

image

ქიმიური შემადგენლობა

ხურმის ნაყოფს აქვს დიდი კვებითი ღირებულება, ძირითადად მასში გლუკოზის და საქაროზის შემცველობის ხარჯზე. შემადგენლობაში შედის ასევე ვიტამინი C, პროვიტამინი A (ბეტა-კაროტინი), ვაშლის და ლიმონის მჟავა, ბევრი რკინა, კალციუმი, სპილენძი, მანგანუმი და კალიუმი.

დაუმწიფებელ ნაყოფში ტანინის მაღალშემცველობა ხურმას აძლევს მშლატე გემოს, რომელიც მცირდება ხილის დამწიფებასთან ერთად.

გარდა ამისა, მშლატე გემოს მოსაშორებლად, ხურმის ნაყოფი შეიძლება გავყინოთ - გალღვობის შემდეგ გემო მშლატე არ არის.

ნაყოფის კალორიულობა

ხურმა - დაბალკალორიული პროდუქტია, შეიცავს საშუალოდ მხოლოდ 66 კილოკალორიას 100 გრამ პროდუქტზე და დამოკიდებულია ხარისხზე და სიმწიფეზე.

კიდევ ცოტა რამ ხურმის სასარგებლო და საზიანო თვისებებზე

ხურმას გააჩნია მატონიზირებელი თვისებები. ის აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ათეროსკლეროზის და გულსისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ხურმა წინ უსწრებს ვაშლს.


ხურმა შეიცავს მნიშვნელოვნად ბევრ ანტიოქსიდანტს.

და თუმცა სპილენძი და თუთია ვაშლში მეტია, ხურმა პირველ ადგილზეა შემდეგი ნივთიერებების შემცველობით:

  • ნატრიუმი
  • კალიუმი
  • მაგნიუმი
  • კალციუმი
  • რკინა

ხურმა სასარგებლოა:

  • თირკმლების დაავადებისას;
  • გულის დაავადებისას;
  • ფლობს შარდმდენ მოქმედებას;
  • ფლობს მატონიზირებელ თვისებებს;
  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
  • ამაღლებს შრომისუნარიანობას;

ფლობს ოქროსფერი სტაფილოკოკის და ნაწლავის ჩხირების მიმართ ბაქტერიციდულ მოქმედებას.

შაქრის მაღალშემცველობა, ძირითადად:

  • გლუკოზა და ფრუქტოზა;
  • ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას;
  • კვებავს გულის კუნთს და ამასთან, სისხლში გლუკოზის დონე არ აღწევს პიკს;

მაგრამ, არ უნდა მიიღოთ ხურმა დიაბეტის დროს.

image

1
1372
5-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
1372
  
2017, 30 ოქტომბერი, 15:28
ვგიჟდები)
0 1 1