x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
თუშური შურისძიება
image

ერთ თუშების მამასახლისს, რომელიც სამი ვაჟიშვილით რუსთა რაზმებში იბრძოდა, უფროსი ვაჟი დაუჭრეს. მამას გაგიჟებით უყვარდა უფროსი ვაჟი და გული ჰქონდა გაბზარული დარდისგან, მაგრამ სისუსტის გამოჩენა თავის ღირსების დამცირებად ჩათვალა. მამას შეთე ერქვა. შესაძლოა ეს იყო დამახინჯებული სიტყვა "შაითან", რაც ეშმაკს ნიშნავს. შეთეს დაანახეს სახლი, სადაც დაჭრილი ყმაწვილი იწვა. ის შვილთან მივიდა. მძიმე ტკივილებით შეწუხებული ყმაწვილი საშინლად კვნესოდა. შეთე შვილს მიუახლოვდა, თოფს დაეყრდნო და შუბლშეკრულმა ჰკითხა:

- ვაჟკაცი გამიჩენია ქვეყანაზე თუ დედაკაცი?

- ვაჟკაცი მამაჩემო - მიუგო შვილმა.


- თუ ვაჟკაცი ხარ, მაშ რა გაკვნესებს?

დაჭრილი დადუმდა და ისე განუტევა სული, რომ ხმა აღარ ამოუღია. მამამ ცხედარს ტანისამოსი გახადა და მაგიდაზე დააწყო. შემდეგ თავისი ხანჯლით კედელზე ოცდათხუთმეტი ნაჭდევი გააკეთა, ხოლო ამის მერე შვილის გვამი სამოცდათხუთმეტ ნაჭრად დააქუცმაცა. ესეიგი იმდენ ნაჭრად, რამდენი იარაღის მატარებელი ნათესავი და მეგობარიც ჰყავდა.

- რას სჩადიხარ? - ჰკითხა პოლკოვნიკმა, როცა ეს საზარელი საქმიანობა დაინახა.

- ჩემი შვილის სისხლის აღება მინდა, - წარმოთქვა მან, ერთ თვეში ლეკთა იმდენ ხელს შევაგროვებ, რამდენი ნაჭერიც აქ არის.

მართლაც, ერთი თვის დამლევს შეთმა თავისი ნათესავ-მეგობრებისაგან სამოცდათხუთმეტი ხელი მიიღო. თვითონაც თხუთმეტი დაუმატა და ამრიგად ლეკთა ოთხმოცდაათი ხელი შეაგროვა. ასწილად აიღო თავისი შვილის სისხლი.


ნაწყვეტი ალექსანდრე დიუმას "კავკასიიდან".

0
309
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0