x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"თვითმარქვია, თავნება, თავსატეხად ქცეული, მორიტიკე ბერივით დადის" - მეუფე დიმიტრი საკუთარ სიძეს სოსო ოხანაშვილს ამ სიტყვებით მოიხსენიებს

imageქართული საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს 9 თვის წინ დაპატიმრებულ მამა გიორგი მამალაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რომელიც უკვე მერამდენედ ზეპირად თუ წერილობით ითხოვდა თავისი მოძღვრის მეუფე დიმიტრის სტუმრობას მატროსოვის ციხეზე და მისთვის აღსარების ჩაბარებას. დღეს ირკვევა, რომ მეუფე დიმიტრი არც კი ყოფილა მამა გიორგის სულიერი მოძღვარი, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო თვეების მანძილზე ციხის კედლებში გამომწყვდეული მამაოს თხოვნა და სურვილი, რომ ის თავის მღვდლად მკურთეხეველ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს მოენახულებინა ციხის კედლებში, რადგან როგორც გავრცელელბული ვიდეო და აუდიო ფირები ამტკიცებენ, მამა გიორგი მამალაძეს პროკურატურა სთხოვდა დაესახელებინა საქმის თანამონაწილე პირები და მათ შორის მეუფე დიმიტრი და მისი სიძე - პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ბოლო დროს საზღვარგარეთ იმყოფება.აი რა განაცხადა მეუფე დიმიტრიმ სიძეზე; - " ჩემი სიძე, ოხ ეს ოხანაშვილი თავსატეხად მექცა მისი სიძეობა, ის არის თვითნება, თვითმარქვია, თავნება და ზრდასრული ადამიანი. ბევჯერ მითქვამს და მიმიცია შენიშვნა ადამიანებთან უხეშობაზე, რაზეც უთქვამს, რომ ეს არის ჩემი სამსახურიო... მეც ცოტა გაოცებული ვარ შეწყალების საკითხი, მჩხიბაობის საკითხი ციანიდის საქმესთან.. ის არის როგორც მორიტიკე ბერივით ხან რუსეთშია, ხან საზღვარგარეთ და... ბოლო გადაცემამ ტარას შავშიშვილზე ძალიან გამაოგნა, სადაც პატრიარქის რაღაც გასაღებზეა საუბარი ეს ყველაფერი სადღაც ზღაპრებში შეიძლება წაიკითხო..."imageimageდღეს როგორც იქნა მეუფე დიმიტრი შეხვდა მამა გიორგის და მთელი საქართველო ელოდებოდა თუ რა განცხადებას გააკეთებდა მეუფე. მატროსოვის ციხიდან დაახლოებით 2 საათაინი შეხვედრის შემდეგ მეუფე დიმიტრიმ მამა გიორგი მამალაძეზე განაცხადა, რომ მას ყველაზე ძალიან აინტერესებდა ფარულ ჩანაწერებში მოყვანილი ფაქტები, – "მე მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც არის საუბარი ციანიდზე და როგორც თავშივე განაცხადა მამაომ ახლაც ამტკიცებს რომ მას ეს მოუწყვეს. მამა გიორგი არის იმ თავის აზრზე, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ. მე ვთვლი, რომ ეს იყო შეთქმულება არა მარტო ჩემ წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ვინც ეს დაგეგმა და შეთხზა, ალბათ მომავალში გაცხადდება, ის არის ძალიან ბოროტი ადამიანი, იმიტომ, რომ ამას ვერ მოიფიქრებდა ვერავინ. ჩემს საკუთარ გამზრდელთან, ბიძასთან, პატრიარქთან ამ ამბოხში თუ წინააღმდეგობაში, ჩართულობაში. ისევ რჩება თავის აზრზე, რომ ეს მოუწყო ადამიანების იმ ჯგუფმა, ვისაც ის ყოველთვის ასახელებდა და აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილისგან ჰქონდა მას ეს შეკვეთა“.

რაზეც მეუფემ განაცხადა:"მე სასულიერო პირებს არ ვაძლევ უფლებას, რომ აწარმოონ ცალკე ბიზნესი".ჟურნალისტების დასმულ შეკითხვაზე, რომელიც მის სიძეს სოსო ოხანაშვილს შეეხებოდა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა: - "სოსო ჩემთვის დიდი თავსატეხი გახდა. მე ვერანაირად ვერ გავავრცელებდი ტელევიზიაში სასამართლოს დაკითხვის ჩანაწერებს და ეს მოკითხონ იმ ხალხს, რომლებმაც ეს ფირები გაავრცელეს.დღეს მე არც ერთ ჟურნალისტთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს".image

1
184
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
184
  
2017, 27 ოქტომბერი, 21:51
კარგით რა არ დაიღალეთ? ეხლა აღმოჩნდა ოხანაშვილი თავნება და თვითმარქვია? მაშინ როცა ხელი ჩაკიდეთ და პატრიარქს მიუყვანეთ და მისი დაცვა დაავალეთ მანამ რატომ არ გაარკვიეთ როგორი იყო? რატომ ანდეთ ბრმად ჩვენი პატრიარქი ასეთ ადამიანს, მესმის ის ალბათ ეხლა თქვენი სიძე უკვე აღარ არის და მისგან დისტანცირება გირჩევნიათ, მაგრამ თქვენს წილ პასუხისმგებლობას ნუ გაექცევით, ადვილია ეხლა შორიდან საუბარი, როცა აქ იყო და ტეევიზიიდან ტელევიზიებში ვარსკვლავით გადადიოდა და განცხადებებს აკეთებდა მაშინ რატომ დუმდით? რატომ არ გამოხვედით მანამ მას დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლებდნენ და არ დატუქსეთ საჯაროთ და სანამ ამდენი რამ მოხდებოდა რატომ არ ურჩიეთ პატრიარქს მისგან დისტანცირება, თქვენც კი საკუთარ ძმისშვილსაც თუ ვერ გენდოთ პატრიარქი, მაშ ვის უნდა ენდოს? სირცხვილი თქვენი!!!
ჩვენც დავიღალეთ უბრალო მოკვდავები თქვენი ჩახლართული საქმეების მოსმენით, ადამიანებს მშვიდი ცხოვრება გვინდა. არ გვინდა ჩვენს პატრიარქზე და საპატრიარქოზე მუდმივად ნეგატიური ინფორმაცია გვესმოდეს, პატიოსნად აკეთეთ თქვენი საქმე და თუ მამა გიორგი უდანაშაულოა, რაშიც საზოგადოება ბევრჯერ დავრწმუნდით უკვე , დაიცავით და გაათავისუფლეთ, ნუ გაწირავთ ადამიანს, ნუ ჩადგებით ამხელა ცოდვაში თუ კი კიდევ შეგრჩენიათ რაიმე ადამიანური, გვერდით დაუდექით პარიარქს. ყველა მხოლოდ საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე ნუ ფიქრობთ, მის სიცოცხლეშივე ნუ ეპოტინებით მის სავარძელს, სირცხვილია
0 1 1