x
image
ღიმილიანი
ტკბილი, ჰაეროვანი, უგემრიელესი ალადები - ძალიან მარტივი რეცეპტი

image

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

მდუღარე წყალი-1, 5 ჭიქა;

რძე-1, 5 ჭიქა;

კვერცხი-2 ცალი;

ფქვილი-1, 5 ჭიქა(ცომი უნდა იყოს ოდნავ თხელი, ვიდრე ჩვეულებრივი ადლადების);

ნაღების კარაქი-1, 5 სუფრის კოვზი;

შაქარი-1, 5 სუფრის კოვზი;

მარილი-0, 5 ჩაის კოვზი;

ვანილი.

მომზადების წესი კი ძალიან მარტივია:

1.კვერცხი და შაქარი გაურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ მარილი, ვანილი და რძე; მოურიეთ და პერიოდულად დაამატეთ ფქვილი.

2.არ შეაჩეროთ მოროვა- ინგრედიენტებს დაუმატეთ გამდნარი კარაქი და მდუღარე წყალი.

3.ნარევი გააჩერეთ ნახევარი საათი, რათა ყველა ინგრედიენტი ერთი მასა გახდეს, ხოლო შემდეგ დაიწყეთ ცხობა.

4.გაცხელებულ ტაფაზე დაასხით მასა, დაელოდეთ 1-2 წუთი, ხოლო შემდეგ ამოაბრუნეთ.

5.თუ ტაფა სპეციალურად ალადებისთვის არ არის განკუთვნილი, რეკომენდირებულია ფსკერზე წაუსვათ მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთი, ქაღალდით ან ბამბით.

გულსართი შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ შეარჩიოთ.

გემრიელად მიირთვით!

0
752
შეფასება არ არის
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0