x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134417
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
" YES Georgia" 28–30 ოქტომბერს NATO-ს მოდელს მასპინძლობს

image

" YES Georgia" 28–30 ოქტომბერს NATO-ს მოდელს მასპინძლობს



NATO-ს მოდელი არის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაცია.

საქართველოში პროექტის ინიციატორია და ფორმატის ავტორია YES Georgia. YES Georgia 2012 წლის მაისიდან ყოველ წელს მართავს NATO-ს მასშტაბურ მოდელირებას.

image

პროექტი აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესანიშნავ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ.

პროექტის მსვლელობისას დელეგატები იმუშავებენ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვადასხვა კომიტეტისა და საბჭოს ფორმატით.

image

როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი სალომე ჯიმშელეიშვილი აღნიშნავს, ამ ტიპის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ცნობიერების ასამღლებლად, ინფორმაციული ვაკუუმის ამოსავსებად და მათი არაფორმალური განათლებისთვის. ახალგაზრდების ინტერესი მსგავსი საკითხების მიმართ საკმაოდ მაღალია, ისინი არიან დაინტერესებული და მოტივირებულები მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია და აქტიურად გამოიყენონ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

image

“კრეატიული იდეების განმახორციელებელი და ხელშემწყობი, აპოლიტიკური, თავისუფალი, ხელს უწყობს წარმატებულ მომავალს" – ასე ახასიათებენ ორგანიზაციის წევრები არასამთავრობო, ახალგაზრულ ორგანიზაციას - “YES Georgia”-ს.

პროექტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროექტის სესახებ სრული ინფორმაცია შეუძლიათ ნახონ ახალგაზრული ორგანიზაციის გვერდზე: YES Georgia

0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0