x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რა თანხას დააგროვებთ, თუ ლანჩზე თანხას ჩვენი რჩევების მიხედვით დაზოგავთ
image

გემრიელი და ბიუჯეტური ლანჩი - ეს არის საკითხი, რომელიც თბილისში დასაქმებულების უმეტესობას აწუხებს. დღეს თბილისის მასშტაბით სამსახურიდან შესვენებაზე გასულმა გემრიელად რომ ისადილო, მინიმუმ 10 ლარი გჭირდებათ. თუ ჩავთვლით, რომ კვირაში 5 დღე მუშაობთ, თვის განმავლობაში 21-22 სამუშაო დღე გამოდის. შესაბამისად, ყოველთვიურად მინიმუმ 220 ლარი გჭირდებათ ლანჩისთვის. თბილისის მოსახლეობის საშუალო შემოსავალათან პროპორციულად ეს თანხა ლანჩისთვის საკმაოდ დიდია.

ჩვენ გირჩევთ, როგორ დაზოგოთ თანხა ისე, რომ თქვენი ლანჩი გემრიელი და ნოყიერი იყოს და ქუჩის საცხობებში არ მოგიწიოთ არაჯანსაღი საკვების ყიდვა. აქვე გეტყვით, ამ დანაზოგით რის გაკეთებას შეძლებთ ყოველთვიურად ან ყოველწლიურად.

ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ლანჩის სახლში მომზადება და სამსახურში წაღებაა. ამ შემთხვევაში თქვენ ლანჩისთვის გამოყოფილ ყოველდღიურ ბიუჯეტს 5 ლარამდე შეამცირებთ, თუმცა თუ თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ სახლში საჭმლის მომზადებას, აქაც არსებობს გამოსავალი, რადგან 5 ლარამდე ბიუჯეტით მარტივად შეძლებთ გემრიელი ლანჩის მირთმევას KFC-ის რესტორნებში, რომელთა რაოდენობაც ამჟამად თბილისის მასშტაბით 4-ია. მაგალითად, ნოყიერი ”ლონგერის” და ”აი ტვისტერის” შეძენა, 2.2 ლარადაც კი არის შესაძლებელი. ”სმარტ ბასკეტის”, რომლის სამი სახეობა არის შეთავაზებაში, ღირებულება სულ რაღაც 3.8 ლარია. 5 ლარიან ბიუჯეტში დესერტის არჩევანის საშუალებაც გაქვთ, აქვე აღსანიშნავია KFC-ის ეკონომ კომბო მენიუს სამი სახეობა, რომელიც 3.90 ლარი ღირს და ასევე კარგი არჩევანია ლანჩისათვის.



image


მაშ ასე, თუ თქვენ ლანჩისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს გაანახევრებთ და კერძს ხან სახლში მოამზადებთ, ხან კი KFC-იში გემრიელად ისადილებთ, თვის განმავლობაში მინიმუმ 110 ლარს დაზოგავთ, ყოველწლიურად კი ეს თანხა 1 320 ლარი იქნება.

საინტერესოა რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ თანხით? ყოველთვიურად 110 ლარით შეძლებთ:

  • გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები.
  • ქალბატონებმა მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და იყიდოთ თავის მოვლის საშუალებები ან საყვარელი კოსმეტიკა, რისთვისაც ხშირ შემთხვევაში თანხის გამოყოფა გიჭირთ ხოლმე.
  • იყიდოთ აუზის ან სატრენაჟორო დარბაზის აბონიმენტი. შედეგად თქვენ იზრუნებთ როგორც ჯანმრთელობაზე, ისე გარეგნობაზე.
  • ყოველთვიურად მოინახულოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხე.
  • განვადებით განაახლოთ სასურველი ტექნიკა. მაგალითად სმარტფონი, კომპიუტერი ან სხვა საოჯახო ტექნიკა.
  • გაიღრმაოთ ცოდნა ან შეიძინოთ ახალი უნარები სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ პროფესიული კურსების საშუალებით.

image



ხოლო თუ თქვენ აღნიშნულ თანხას ანაბარზე შეინახავთ, დანაზოგზე ყოველწლიურად მინიმუმ 7 პროცენტი დაგემატებათ, რაც დაახლოებით 100 ლარია და თქვენ ყოველწლიურად 1500 ლარამდე დანაზოგის გაკეთებას შეძლებთ. ამ თანხით საზღვარგარეთ მოგზაურობა და ოცნების ქვეყნების ნახვაც შესაძლებელია. თუ თქვენ უფრო მტკიცე ნებისყოფა გაქვთ და თანხის რამდენიმე წლის განმავლობაში დააგროვებთ, 2-3 წლის შემდეგ შეიძლება ბიუჯეტური ავტომობილიც კი იყიდოთ.

ამ ყველაფერზე აქამდე ალბათ არ დაფიქრებულხართ. თუმცა არც ახლაა გვიანი. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და დაიწყეთ თანხის დაზოგვა თქვენს ლანჩზე, შედეგით ნამდვილად იამაყებთ. და რაც მთავარია, თქვენ ნოყიერი და გემრიელი სადილი გარანტირებული გექნებათ.


1
334
9-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
334
  
2017, 25 ოქტომბერი, 22:51
21-22 სამუშაო დღე ვისაც აქვს თვეში (საქართველოში) დამიჯერეთ დღეში 10 ლარიან ლანჩებს არ დასჯერდებიან. ვისაც თვეში 31 სამუშაო დღე გვაქვს დამიჯერეთ სახში ბალიშის დასანახად თუ ვასწრებთ შესვლას რამის მომზადებას ვინ ჩივის,.
0 1 1