x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ნიკოლას სპარქსი ქართველ გამომცემლებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა
image


არჩევანი", "ღამეები როდანთში", "იჩქარე შეიყვარო", "დღიური", უკანასკნელი სიმღერა", "წერილი ბოთლში", ნიკოლას სპარქსის ეკრანიზებული რომანების არასრული ჩამონათვალია. ნიკოლას სპარქსის რომანები 54-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მსოფლიო მასშტაბით კი მისი ნაწარმომებების 110 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. მწერალი ნიკოლას სპარქსი მისი წიგნების საერთაშორისო გამომცემლებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, სასტუმრო Villa Kennedy-ში არაფორმალურ ვითარებაში შეხვდა.



შეხვედრაზე საქართველოდან გამომცემლობა "პალიტრა L-ის" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ მწერალთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და Safe Heaven-ის გამოცემაზე შეთანხმდნენ. Safe heaven იქნება ნიკოლას სპარქსის მე-6 წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე გამომცემლობა "პალიტრა


L-ის" მიერ გამოიცემა. ავტორმა სპეციალურად ქართველი მკითხველისთვის სამახსოვრო ვიდეოც გადაიღო. ის აღნიშნავს, რომ დიდი სურვილი აქვს პირადად შეხვდეს ქართველ მკითხველს და მაქსიმალურად ეცდება, საქართველოში ვიზიტი დაგეგმოს.




image


ამ დროისთვის ნიკოლას სპარქსის რომანებიდან ქართულ ენაზე გამოცემულია: "არჩევანი", "მხოლოდ ჩვენ ორნი", "ჩემი საუკეთესო ნაწილი", "დღიური" და "გზა საკურთხევლისკენ". საქართველოში მისი ყველა რომანი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თუმცა მხოლოდ საქართველოში არა. სპარქსი თანამედროვე მწერლებს შორის ერთადერთია, რომლის რომანსაც `ნიუ-იორკ თაიმსის~ ბესტსელერებში მთელი წლის განმავლობაში პირველობა არ დაუთმია. ENTERTAINMENT WEEKLY-ს გამოკითხვაში სპარქსი მკითხველების საყვარელ მწერლად დასახელდა. ასევე მიღებული აქვს Goodreads-ის მკითხველის რჩეულის ჯილდო. სპარქსის რომანებიდან 11 კი ეკრანიზებულია.


image


საინტერესოა ნიკოლას სპარქსის საქველმოქმედო საქმიანობაც. მწერალს დაარსებული აქვს ”ნიკოლას სპარქსის ფონდი”, სადაც 10 მილიონ დოლარს მოუყარა თავი და საქველმოქმედო ორგანიზაციები, სასწავლო პროგრამები და პროექტები დააფინანსა.

იხილეთ სპარქსის ვიდეომიმართვა ქართველი მკითხველებისთვის

0
41
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0