x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"თამაზ მეჭიაური ხელებზე მკოცნიდა ლამის და დარმავოი დეპუტატს ეძახდა თავის თავს" - ზაქარია ქუცნაშვილისა და თამაზ მეჭიაურის სატელევიზიო დებატები

imageადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა და დებატები პოლიტიკოსებს შორის ზღვარს გადადის. ამჟერად გიორგი გაბუნიას თოქ - შოუ " არჩევანში" ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები, ახლო ნათესავები და "ქართული ოცნების" მომქმედი და "გადამდგარი გენერლები" დაუპირისპირდნენ. მწვავე დისკუსია და ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობდა ზაქარია ქუცნაშვილსა და თამაზ მეჭიაურს შორის გამართული პოლიტიკური მარათონი.მოგეხსენებათ, მეჭიაურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სულ რაღაც 4 ხმით დაამარცხა მოწინააღმდეგე ქიტესაშვილი, მაგრამ მეორე დღეს გაირკვა, რომ ბათილ ბიულეტენებში თურმე "ქართული ოცნების" კანდიდატის ბათილად ცნობილი ხმები იყო მოთავსებული. რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, ზაქარია ქუცნაშვილმა სრულიად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა მეჭიაურის მიმართ: - " ხელებზე მკოცნიდა ლამის და დარმავოი დეპუტატს ეძახდა თავის თავს. ათეულობით მოწმეა თიანეთში. 2012 წელს, დარმავოი დეპუტატი გამხადე ამას როგორ დაგივიწყებო. ამას ამბობდა, მაგრამ მე ორი მიზეზი მქონდა - მთიელებისთვის მექომაგა და გამოსწორების შანსი მიმეცა ადამიანისთვის. რამხელა შანსი ჰქონდა მას კომიტეტის თავმჯდომარედ რომ ავირჩიეთ, მისი არაკომპეტენტურობით სასაცილო პერსონად იქცა მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავს გვჭრიდა. ბოდიშს ვიხდი საზოგადოების წინაშე, მაგრამ რა ვქნა? ეს შეცდომა მე დავუშვი".

- "ბატონი ბიძინას დაჟინებული პოზიცია იყო, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი ჩართულიყო პროცესში, ყველა კორუმპირებული და შებღალული წარსულის ადამიანები შედარებით მეორე პლანზე ყოფილიყვნენ... თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა ალალი და-ძმა იყვნენ. ეს ნათესაური კავშირი მე, როგორც მთიელს მავალდებულებს, რომ ყველა მთიელზე ვიზრუნო. - „თამაზი ჩემზე ლოცულობდა, დღე და ღამე ჩემ სადღეგრძელოს სვამდა და შტაბის უფროსად გავამწესეთ ჩემ მშობლიურ თიანეთის რაიონში. მასზე არსებობდა საკმაოდ უარყოფითი ინფორმაცია ცენტრალურ შტაბში, მას ძალიან კორუმპირებული ჩინოვნიკის იმიჯი ჰქონდა.რეგიონულ შტაბში ჩართვის შემდეგ, ჩემი რეკომენდაციაც საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მისი ამბიცია დაკმაყოფილებულიყო, რომ უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა, ამას დაადასტურებს ათეულობით და ასეულობით მისი ოჯახის წევრი და მეგობარი, მე ვალდებული ვარ, რომ ჩემს ახლობლებზე ვიზრუნო."imageimageთამაზ მეჭიაურმა კი, რომლის აქტივსაც ორი დღის წინ მანქანა აუფეთქეს, ტერორში დაადანაშაულა მმართველი გუნდი, ხოლო რაც შეეხება მის მოწინააღმდეგეს "ქართული ოცნებიდან" ქიტესაშვილს, მასზე იმდენად დაბალი წარმოდგენა შეუქმნა საზოგადოებას მეჭიაურმა, თქვა, რომ " "ჩემი კონკურენტი პატარა ძვალს ჯერდება, რასაც ქუცნაშვილი დაუტოვებს".

"არჩევანში" მეჭიაურმა საკუთარ პოზიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ აქამდე ბიძინა ივანიშვილს უჯერებდა ქუცნაშვილის სასარგებლოდ, ახლა ასე აღარ იქნება.ის ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თხოვნას ითვალისწინებდა და მისი დათმობით მოიპოვა ზაქარია ქუცნაშვილმა გავლენა თიანეთის რაიონში.: - "მე ნამდვილად დიდ პატივს ვცემდი ბატონ ბიძინას და ახლაც ვცემ და მისი თხოვნა ორჯერ გავითვალისწინე, თუმცა ახლა ნამდვილად ვეღარ გავითვალისწინებ ზაქარიას სასარგებლოდ. მამაჩემიც რომ გაცოცხლდეს, მე ვეღარ დავთმობ ვერანაირ თანამდებობას“.image














1
270
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
270
  
2017, 25 ოქტომბერი, 22:44
კიდევ ბევრი საქმეები გასკდება. ხო დაერიენ ერთმანეთს ნაცები? ეხლა ქოცებმა გადაიბარეს ესტაფეტა. მიდით ბიჭებო მიდით ღმერთმა შეგარგოთ ერთმანეთის ხორცი. ხალხს დაანებეთ თავი და თქვენ მ........თ დ....ი
0 1 1