x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
მსახიობი, რომლის გამოც მიხეილ თუმანიშვილმა თეატრალურ ინსტიტუტში მიღების წესი დაარღვია

მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობით, სადაც სიდედრის სახასიათო სახე შექმნა. ალბათ ბევრმა არც იცის, რომ როდესაც ლაურა რეხვიაშვილი თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად მივიდა, დიდმა მაესტრომ, მიხეილ თუმანიშვილმა მიღების წესი დაარღვია.

ლაურა რეხვიაშვილი კახეთში დაიბადა, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში საბუთების შესატანად ჩამოვიდა თბილისში, შემოქმედებითი ტურები ჩატარებული და სასწავლებელში სტუდენტთა მიღება უკვე დასრულებული იყო. როგორც ამბობენ, როდესაც მიხეილ თუმანიშვილმა დაგვიანებით მისული ლაურა რეხვიაშვილი დაინახა თქვა: " თუ ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფარდი ნიჭი აქვს, მე ვარღვევ ყველა მიღების წესს და ამყავს ჩემს ჯგუფში". მართლაც ასე მოხდა, მსახიობი შეამოწმეს და მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ჩაირიცხა.

image მოგვიანებით მსახიობმა მუშაობა განაგრძო "კინომსახიობთა თეატრში". ცნობილი ფაქტია, რომ მიხეილ თუმანიშვილის გახმაურებულ სპექტაკლში "დონ ჟუანი" რეჟისორმა მოკარნახის როლი სპეციალურად ლაურა რეხვიაშვილისთვის მოიფიქრა, რომ მას ეთამაშა ამ სპექტაკლში. პირველი ტრიუმფიც მოკარნახის როლმა მოუტანა, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა თეატრის დასთან ერთად და მისი მისამართით არაერთი რეცენზია დაიწერა მსოფლიო პრესაში.

ფოტო სპექტაკლიდან "დონ ჟუანი"


image ფოტოზე მიხეილ თუმანიშვილი, ლაურა რეხვიაშვილი და მურმან ჯინორია:

image

ლაურა რეხვიაშვილმა არაერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებული პოპულარობა კი გიორგი შენგელაიას 1980 წელს გადაღებულ კომედიაში "სიყვარული ყველას უნდა" შესრულებული როლით მოიპოვა. ლაურა რეხვიაშვილი ფილმიდან :სიყვარული ყველას უნდა" imageimage


1
7507
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Culture Express
Culture Express
7507
  
2020, 14 თებერვალი, 23:35
ისევ ვიღაცის ცოლის დაქალები კარგით რააააააა?????????
0 1 1