x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რომ არ დავიკარგოთ... გეოგრაფია პატარებისთვის


საუკუნეების მანძილზე ადამოანები დედამიწის ზედაპირის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ და რუკებს ადგენდნენ. შემდეგ ამ რუკების დახმარებით, სხვა ადამიანები მოგზაურობდნენ. რუკებით ორიენტირება ძალიან ადვილია, როდესაც იცი სად მიდიხარ და ის ადგილი, შენი მდებარეობის ადგილიდან, რომელ მხარეს არის.


image

მაგალითად, ყველა დასახლებული პუნქტი, რომელიც რუკაზე თბილისის ზემოთ მდებარეობს, მის ჩრდილოეთით არის, ქვემოთ – სამხრეთით, ხელმარჯვნივ აღმოსავლეთით, ხოლო ხელმარცხნივ – დასავლეთით. დღეს მოგზაურობა ადვილია, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, განსაკუთრებით თუ იქ სადაც ჩვენი გადაადგილების მარშუტი გადის, დასახლებული პუნქტებიც არის. მაგრამ, არის ისეთი ადგილებიც, სადაც არც ქალაქებია, არც სოფლები და შესაბამისად, არც ადამიანები არიან, ვისთვისაც გზის კითხვა შეიძლება. მაგ., ტყე-პარკები, დაუსახლებელი ადგილები, დასახლებულ პუნქტებს შორის, ზღვები და ოკეანეები, რომლრბშიც გემები მოძრაობენ... ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანები არ არიან და გზას ვერავინ მიგვასწავლის, რუკასთან ერთად, კომპასიც საჭირო არის.

კომპასი არის ხელსაწყო, რომელიც ორიენტირებისთვის გამოიყენება.

კომპასის მაგნიტური ისრები ყოველთვის ჩრდ. და სამხრ. მიმართულებებს აჩვენებს და მასზე დაკვირვებით, გზის გაგნება ძალიან მარტივია.

imageეს ხელსაწყო 3 000 წლის წინ ჩინეთში გამოიგონეს. ევროპაში კი მხოლოდ XIII საუკუნეში გამოჩნდა. ის არაბმა ვაჭრებმა ჩაიტანეს და მათვე ასწავლეს ევროპელებს მისი მოხმარების წესები.

კომპასი და რუკა ყველა მოგზაურისთვის აუცილებელი ნივთებია.

რუკები ძალიან ბევრი სახეობის არსებობს. არის რუკები, რომლებზეც აღნიშნულია სად რომელი ცხოველი ბინადრობს, სად რომელი მცენარე ხარობს, სად არის წიაღისეული (ოქრო, ვერცხლი, ალმასი...) და ა. შ.


image
არის რუკები, რომლებზეც ქვეყნებს შორის საზღვრებია დატანილი, ხოლო ზოგიერთზე, არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში რომელ ენაზე საუბრობენ ან წერისას, რომელ ანბანს იყენებენ.

image

ფართო მასებში, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუკები, რომლებზეც ქვეყნის ღირშესანიშნაობები და გასართობი ცენტრები არის აღნიშნული:


imageimage

image


არ შეიძლება რუკაზე იმის დატანა, რაც რეალურად არის, რადგან დედამიწა ძალიან დიდია. ამიტომ, მაგ., ტყე მხოლოდ რამდენიმე ხით შეიძლება იყოს აღნიშნული, ან უბრალოდ, მწვანე ფერით იყოს შეღებილი. ქალაქების ნაცვლად, რუკებზე ხშირ შემთხვევაში, – წრეები არის. ხოლო, ყველა სახის წყალი – ცისფერი ფერით არის გადმოცემული, დინებების და ქარის მიმართულებები კი ისრებით.



image


რუკი მოგზაურების გარდა, მონადირეებს, გეოლოგებს, მეზღვაურებს და მფრინავებსაც ყოველთვის თან აქვთ. ის ყველას სჭიროება, ვინც სახლიდან შორს აპირებს წასვლას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ლაშქრობაზე მიდის ან მოგზაურობა სამუშაოს უკავშირდება.


image

image

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპასით გზის გაგნება რთული არ არის. მასზე ქვეყნის მხარეები ლათინური სახელების პირველი ასოებით არის აღნიშნული:

ჩრდილოეთიN (North)
სამხრეთი S (South)

დასავლეთი W (West)

აღმოსავლეთი E (East)

imageტრადიციულად, ჩრდილოეთს ლურჯი ფერით აღნიშნავენ, სამხრეთს – წითელით, აღმოსავლეთს – მწვანე ფერით, ხოლო დასავლეთს – თეთრით. მაგრამ, კომპასზე მხოლოდ ორი ისარია, ჩრდილოეთი და სამხრეთი და ფერიც, შესაბამისად მხოლოდ ორია: ლურჯი და წითელი.

image
არამუშა მდგომარეობაში, კომპასის ისარი დამაგრებულია. გამოყენების წინ, ისარუ უნდა ავუშვათ. ის აქეთ-იქით დაიწყებს მოძრაობას და ბოლოს გაჩერდება. მისი წითელი ისარი სამხრეთისკენ იქნება მიმართული, ხოლო ლურჯი – ჩრდილოეთისკენ. კომპასი ისე უნდა შევატრიალოთ, რომ ისრის წვერებს შესაბამისი ლათინური ასოები დაემთხვეს. ჩრდილოეთის მიმართულებას რომ გავიგებთ, შემდეგ საჭირო ობიექრის მოძებნა არ გაგვიჭირდება. რადგან მიმართულების განსაზღვრა ობიექტისკენ, ჩრდილოეთის მიმართულებიდან ხდება.

კომპასთან ერთად, მიმართულების გასაგნებად, სპეციალური რუკები გამოიყენება, რომლებზეს სპეციალური ნიშნებით, გარემოს ყველა ობიექტე არის ასახულ.

image


სინამდვილეში, ნიშნები უფრო მეტია, ვიდრე აქ არის და ასეთ რუკებზე არა რომელიმე ქვეყანა, არამედ მისი მხოლოდ ერთი ნაწილი არის ასახული. მაგალითად, საქართველო 24 ნაწილად დაყვეს და ეს ნაწილები რომ შევაერთოდ, იმხელა რუკა გამოვა, რომ ერთ მაგიდაზე ნამდვილად არ დაეტევა.


image


ასეთი რუკების ზედა ნაწილი ყოველთვის ჩრდილოეთის მიმართულებას ემთხვევა და თუ რუკაზე საკუთარ დგომის წერტილი გვეცოდინება, ხოლო კომპასით ჩრდილოეთის მიმართულებას დავადგენთ, ჩვენთვის საჭირო მიმართულებასაც მაშინვე გავიგებთ.

მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ რუკა და კომპასი არა გვაქვს, ჩრდილოეთის მიმართულების დადგენა ადგილობრივი ნიშნებითაც შეიძლება:


image

ხეს ტოტები სამხრეთის მხარეს უფრო მეტი აქვს, ხოლო ხავსი, ყოველთვის ჩრდილოეთის მხარეს ედება.

ჭიანჭველები ბუდეს ყოველთვის ხის სამხრეთით აშენებენ. გარდა ამისა, ბუდის სამხრეთი ფერდობი უფრო დამრეცია, ხოლო ჩრდილოეთი – ციცაბო.

ხის გადაჭრილ კუნუძზე, წლიური რგოლები სამხრეთით უდრო განიერია, ჩრდილოეთით – ვიწრო.

მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ არც კომპასი გვაქვს, არც რუკა და არც ხე ჩანს სადმე? ასეთ დროს, უნდა ვიპოვოთ, დაახლოებით, 1 მ. სიგრძის ჯოხი, ჩვვსვათ მიწაში და ქვა ან ნებისმიერი რამე დავდოთ ამ ჯოხის ჩრდილის ბოლოში. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ჩრდილი, დაახლოებით, 30-40 სმ-თი გადაინაცვლებს, ისევ მოვნიშნეთ ჩრდილის ბოლო. ამის შემდეგ, ისე უნდა დავდგეთ, რომ მარცხენა ფეხის წვერი პირველად მონიშნულ წერტილთან გვქონდეთ, მარჯვენა კი – მეორე წერტილთან. ასეთ შემთხვევაში, სახით ჩრდილოეთით ვიქნებით, ხელმარცხნივ დასავლეთი იქნება, მარჯვნივ – აღმოსავლეთი, ხოლო ზურგს უკან სამხრეთი.

image

იმ შემთცვევაში, თუ ღამეა, ჩრდილოეთის მიმართულებას დადგენაში, პოლარული ანუ ჩრდილოეთის ვარსკვლავი დაგვეხმარება, რომელიც ადგილს არ იცვლის (სულ ოდნავ გადაადგილდება).


image

imageimage
image
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image§ 1. სახლი დიდი და პატარა. გეოგრაფია პატარებისთვის

§ 2. დედამიწა, როგორც კოსმოსური ხომალდი. გეოგრაფია პატარებისთვის

§ 3. სად არის ქვეყნის დასალიერი? გეოგრაფია პატარებისთვის

§ 4. მოგზაურები და გეოგრაფიული აღმოჩენები. გეოგრაფია პატარებისთვის

image


image

0
3527
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0