x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჰოლივუდის 10 ლამაზმანი,რომელიც მარტოხელა დედაა
image
ჰოლივუდში პირადი ცხოვრება აიწყო ადვილია, მაგრამ მისი შენარჩუნება საკმაოდ ძნელი.

ბევრია ცდუნება, გამუდმებული კაპრიზები, ძალიან ბევრი საკუთარი და სხვისი ეგო. აქედან გამომდინარე, ცნობილი მსახიობებიც ხანდახან მარტოხელა დედები ხდებიან. ვინ არიან ისინი რომლებსაც ასე არ გაუმართლდა (ან გაუმართლდა?)


1)კრისტინ დევისი-სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" სამანტა იორკს მუცელი მოეშალა და შემდეგ ჩინელი ბავშვი აიყვანა, რეალურ ცხოვრებაში კრისტინს, რომელიც სამანტას როლს ასრულებს ასეთი "გართულებები" არ ჰქონია, მაგრამ მაინც შავკანიანი ბავშვი იშვილა, დაარქვა სახელი ჯემა და ახლო მარტო ზრდის მას. იგი არც არასდროს ყოფილა გათხოვილი და როგორც ჩანს სრულიად კმაყოფილია ამგვარი სტატუსით.

image



2)მინი დრაივერი-ოსკარის ნომინანტი ფილმისთვის "ნიჭიერი უილ ჰანტინგი"ამჟამად თამაშობს სიტკომში "უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის", სადაც "დედა-ვეფხვს" თამაშობს, რომელიც მზადაა გზა გაუკვალოს თავის უნარშეზღუდულ ვაჟს, ეკრანზე დრაივერი ერთგული ცოლი და სამი შვილის დედაა.ცხოვრებაში კი 2008 წელს მსახიობმა ხანმოკლე რომანის შემდეგ გააჩინა ვაჟი, სახელად დევიდი, რომელსაც მარტო ზრდის.

image


3)ტარაჯი ჰენსონი-შავკანიანმა მსახიობმა, ოსკარის ნომინანტმა ფილმისთვის "ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია"და სერიალი "იმპერიის" ვარსკვლავმა 1994 წელს გააჩინა ვაჟი უილიამს ჯონსისგან, რომელსაც ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ხვდებოდა, როდესაც მსახიობს ქმარმა გამუდმებით ცემა დაუწყო, ტარაჯი ცალკე წავიდა შვილთან ერთად, სამ წელიწადში ჯონსი ჩხუბის დროს მოკლეს, მას შემდეგ მსახიობს არც უფიქრია ხელმეორედ ოჯახის შექმნა.

image

4)მერი ლუიზა პარკერი-ამერიკელი ტელევარსკვლავი, რომელიც შიგადაშიგ ფილმებშიც გვხვდება შვიდი თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც ბოიფრენდმა მიატოვა, ქალი მარტო ზრდიდა შვილს და უფრო მეტიც, 2007 წელს ეთიოპელი გოგონაც იშვილა, 2008 წელს თითქოს და მერი ლუიზა მსახიობ ჯეფ მორგანს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა მსახიობი დღესაც მარტოხელა დედაა.

image


5)შერონ სტოუნი-2004 წელს მეორე ქმართან, ფილ ბრონშტეინთან გაყრის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ მათი ნაშვილები ბიჭი მამასთან დარჩებოდა.

"ძირითადი ინსტიქტის" ვარსკვლავმა 2005 და 2006 წელს იშვილა ორი ბიჭი, -ლერდი და ქუინი, სტოუნი იძულებულია აიყვანოს ბავშვები, რადგან აუტოიმუნური დაავადებით იტანჯება, რის გამოც მისი ყველა ორსულობა მუცლის მოშლით მთავრდება.

image


6)დაიან კიტონი-"ოსკარის" სამგზის ნომინანტმა საკმაოდ ბობოქარი ცხოვრება განვლო, უამრავ ცნობილ მამაკაცთან ჰქონდა რომანი, თუმცა ქორწინებამდე საქმე არც მისულა, კიტონმა არც საკუთარი ბავშვი გააჩინა და ბოლობოლო 1996 წელს იშვილა გოგონა, 2001 წელს ბიჭუნა სახელად ჯეკი.

image

7)მიშელ უილიამსი-"ოსკარის" ოთხგზის ნომინანტმა 2005 წელს გააჩინა ბავშვი თავის კონოპარტნიორისგან ჰით ლეჯერისგან, ფილმიდან "კუზიანი მთა", ორიოდე წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, 2008 წელს კი ლეჯერი გარდაიცვალა ზედმეტი წამლების მიღებით.მას შემდეგ უილიამსი მარტო ზრდის მატილდას.

image

8)შარლიზ ტერონი-ტრაგიკული იყო ტერონის მშობლების ურთიერთობა, დედამ მოკლა მამა, სასამართლომ დედამისი გაამართლა, ჩათვალა რა თავდაცვით ქმედებად, ალბათ სწორედ ამის გამო შარლიზ ტერონი მამის გარეშე ზრდის ორ ნაშვილებ ბავშვს, რომელიც 2012 და 2015 წელს აიყვანა.

image

9)ჰოლი ბერი-სამი ქორწინების შემდეგ პირველი "ოსკაროსანი" შავკანიანი მსახიობი ამჯამად მარტო ზრდის ორ შვილს:უფროს ქალიშვილს ნალოს და უმცროს ვაჟს მასეოს.

image

10)სკარლეტ იოჰანსონი-ორი განქორწინების შემდეგ მსახიობი ამჟამად მარტო ზრდის 3 წლის ქალიშვილს როუზს, რომელიც მეორე ქმრისგან. ფრანგი რომენ დარიაკისან შეეძინა.

image

0
342
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0