x
image
კატაპულტი
მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ბავშვი
image
დაუჯერებელია, მაგრამ 10 თვის ლუის მანუელი 30 კილოგრამს იწონის.მიზეზი მისი ექსტრემალური მასისა იშვიათი გენეტიკური დეფექტია, რომელიც ავადმყოფს მუდმივი შიმშილის გრძნობას უჩენს.მისი ასაკის ბავშვის ნორმალური წონა დაახლოებით 10 კილოგრამია, ის კი სამჯერ აღემატება თანატოლებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა “Daily Mail"-ი იუწყება, ლუის მანუელის მშობლები იძულებულნი იყვნენ ერთი თვის პატარასათვის ორი წლის ბავშვის ზომის ტანსაცმელი ჩაეცმიათ.მედიკოსების განცხადებით, იგი დაავადებულია ე.წ. პრადერ-ვილის სინდრომით.ეს არის განუკურნებელი სენი, რომელმაც ბავშვებში შეიძლება გულის ინფარქტი გამოიწვიოს.გარდა ამისა, ამ სინდრომით დაავადებულებს გააჩნიათ დაუოკებელი, მუდმივი სურვილი საკვების მიღებისა. გენეტიკური დეფექტი შეიძლება საპირისპირო მიმართულებითაც გამოვლინდეს, ანუ შეზღუდულად განვითარდეს კუნთები და ზოგადად, ზრდა.

დაბადებისას ლუის მანუელი სრულიად ჩვეულებრივი წონისა გახლდათ, 3, 5კგ., თუმცა შემდეგ სწრაფად უმატა საკვების მიღებას და შედეგიც სახეზეა.

“ერთი თვის შემდეგ შევნიშნეთ, რომ მას ჩვილის ტანსაცმელი უკვე აღარ ერგებოდა.ზოგჯერ ძილსაც კი ვერ ახერხებდა, თითქოს თავის წონას ებრძოდა."–იხსენებს ბავშვის დედა იზაბელ პანტოჯა.


იმის გამო, რომ ბავშვის მშობლებს მკურნალობის სახსრები არ გააჩნიათ, მათ უკვე შექმნეს შემოწირულობის ფონდი.მკურნალობა გულისხმობს ჰორმონალური ინექციების სერიას, თითოეული მათგანი კი 450 ევრო ჯდება. განკურნებამდე კი ლუის მანუელი მსოფლიოს ყველაზე ჭარბწონიან ბავშვად ითვლება.

0
85
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0