x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
24 წლის გოგონა საკუთარმა მაზლმა მოკლა?!

image

რამდენიმე დღის წინ, ყვარელის რაიონ სოფელ შილდაში, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი საკუთარი სახლის საქონლის სადგომში, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ტელკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას, გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ მის ცოლზე სამმა მამაკაცმა იძალადა, შემდეგ კი სუიციდის ინსცენირება მოაწყო. რამინ გურასპიშვილის თქმით, ამ მამაკაცებს შორის მისი ძმაც იყო. ეკა ნაქევხრიშვილის მკვლელობაში გურამ გურასპიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე ვარაუდი მას შემდეგ გამოითქვა, რაც გარდაცვლილის მაზლმა, გოგონას გასვენების დღეს თვითმკვლელობა სცადა. როგორც ცნობილი გახდა, გოგონას მაზლსა და დედამთილთან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი, რის გამოც, სოფლიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და აქ აპირებდა მუშაობის დაწყებას. გარდაცვალების დღის წინა საღამოს, ეკა სოფელში ბავშვის წამოსაყვანად იყო ჩასული, რაზეც დედამთილმა და მაზლმა უარი უთხრეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას წელს ქვემოთ მრავლობითი ნასერი ჭრილობები და ჩალურჯებები აღენიშნებოდა. მეზობლების თქმით, გოგონა ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი, რის შესახებაც სამართალდამცავები ინფორმირებულნი იყვენენ, თუმცა მის გადასარჩენად ვერაფერი იღონეს. მეზობლების თქმით, გურასპიშველების ოჯაში თითქმის ყოველ კვირა იძახებდნენ პოლიციას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარდაცვლილის მეუღლე მასზე 23 წლით დიდი იყო და მათი ქორწინება გოგონას დედის ინიციატივით მოხდა.შსს-მ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.



3
2226
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
2226
  
2018, 31 იანვარი, 10:15
გოგოს დედა უნდა მიაყოლო უკან,ესეთი იდიოტები რო არიან და რაღაც-რაღაცეების გამო 100 წლით უფროსებს რო აყოლებენ შვილებს!
2017, 24 ოქტომბერი, 12:03
სამწუხაროდ ვეღარ ჩავასწორებ :(
2017, 24 ოქტომბერი, 11:53
წყვილს არ ყავს 2 შვილი. ვისზედაც საუბრობთ 1 შვილი ყავთ.მეორე მეორე მეუღლისგან ყავდა.
0 1 3