x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოხუცი ქალის ჩვენების შემდეგ, მოსამართლე პროკურორს და ადვოკატს ელექტრო სკამით დაემუქრა

image


ეს ამბავი ამერიკის ერთ-ერთი სამხრეთის შტატის, პატარა ქალაქში მოხდა. სასამართლოს სხდომაზე, პროკურორმა თავისი პირველი მოწმე — მოხუცი ქალბატონი გამოიძახა. იმ მოსაზრებით, რომ მისი ქმედუნარიანობა დაემტკიცებინა, ვიდრე უშუალოდ პროცესთან დაკავშირებით შეკითხვებს დაუსვამდა, ჰკითხა:

— მისის ჯონს, მე მიცნობთ?

— რა თქმა უნდა, მისტერ უილიამს. მე თქვენ ბავშვობიდან გიცნობთ და სიმართლე რომ ვთქვა, იმედები გამიცრუეთ. თქვენ მატყუარა ხართ, ცოლს ღალატობთ, მანიპულირებთ ადამიანებით და მათ ზურგს უკან, საშინელებებს საუბრობთ. თქვენ ფიქრობთ, რომ დიდი ადამიანი ხართ, რადგან ტვინი არ გყოფნით იმის მისახვედრად, რომ თქვენ — ერთი პატარა ბიუროკრატი ბრძანდებით.

პროკურორი მოწმის პასუხმა შოკში ჩააგდო. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, მან თითი ოთახის მეორე ბოლოსკენ გაიშვირა და ჰკითხა:

— მისის ჯონს, ადვოკატს თუ იცნობთ?

— რა თქმა უნდა, მისტერ ბრედლისაც ვიცნობ. ის ზარმაცი, მოუთმენელი ადამიანია და ყველაფერთან ერთად, მას პრობლემები აქვს ალკოჰოლთან. არ შეუძლია ნორმალური ურთიერთობის აწყობა სხვა ადამიანებთან, ხოლო მისი საადვოკატო ბიურო — ყველაზე ცუდია ჩვენს შტატში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მეუღლეს სამ სხვადასხვა ქალთან ღალატობს. სხვათა შორის, მათ შორის, ერთი — თქვენი ცოლია. დიახ, მე ვიცნობ მას.

ადვოკატი გაოგნებული იდგა, მას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.

მოსამართლემ თავისთან მიიხმო ორივე იურისტი და ძალიან დაბალი ხმით უთხრა:

— თქვენ შორის, იდიოტები! თუ რომელიმე შეეკითხება მას, მიცნობს თუ არა მე, ორივეს ელექტრო სკამზე გაგიშვებთ!

0
1087
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1087
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0