x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90136
  • ვიდეო:340051
  • სურათი:452464
რომელი "ტემპერატურაა" (სიცხე) საშიში? ეს უნდა იცოდეთ!

ორგანიზმის ტემპერატურის მომატება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი სხეულის თავდაცვითი სისტემა სრული მობილიზაციის პროცესშია. ტემპერატურის მომატების ზოგადი მექანიზმი არის რეაქცია იმუნური სისტემის საპასუხოდ. ასე ის ებრძვის ბაქტერიების, ვირუსებისა და მავნე ნივთიერებების შეჭრას ორგანიზმში. როგორც ექიმები ამბობენ, მაღალი ტემპერატურა- დამხმარე "ასისტენტია".


image


სხეულის ტემპერატურაზე პასუხისმგებელია ჰიპოთალამუსი. ჰიპოთალამუსი (hypothalamus) — შუამდებარე ტვინის ნაწილია, რომელიც თავის ტვინის მესამე პარკუჭისა და თელამუსის ქვემოთ მდებარეობს და ერთ-ერთ ვეგეტატიურ ცენტრს წარმოადგენს. ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან და მასთან ერთად არეგულირებს ორგანიზმის წყლისა და მარილების ცვლას. ჰიპოთალამუსი მრავალი ბირთვისგან შედგება, რომელთა ფუნქციებია შიმშილისა და სიმაძღრის, წყურვილისა და მისი დაკმაყოფილების შეგრძნებათა წარმოშობა, სხეულის მუდმივი ტემპერატურისა და სქესობრივი ქცევის რეგულაცია. ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული აგრეთვე თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან, ამიტომ ის აწესრიგებს ძილისა და ღვიძილის მდგომარეობას, ემოციურ ქცევასა და მოტივაციებს.


image


ჰიპოთალამუსი პასუხისმგებელია შეინარჩუნოს ორგანიზმის ისეთი ტემპერატურა, რომელიც გვჭირდება ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობისთვის. ჩვეულებრივ კი შინაგანი ორგანოებისთვის ეს ტემპერატურა 37 გრადუსი, სხეულისთვის კი 36.6 გრადუსია.


ტემპერატურის ზრდის პროცესი შედგება ეტაპებისგან და საბოლოოდ მას მაღალ ტემპერატურამდე მივყავართ, რომელიც 39 გრადუსზე და ზოგჯერ ზევითაც ადის. ამ დროს კი ვიწყებთ ბრძოლას მასთან გასამკლავებლად– პარაცეტამოლი, ასპირინი, მცენარეული პრეპარატები, ცხელი ჩაი, სათბურები, თაფლი, სველი საფენები სწორედ ის საშუალებებია, რომელთა მეშვეობით ვცდილობთ "სიცხე" დავწიოთ. საერთო და კუნთების სისუსტე და ტკივილი, კანის სიმშრალე, სუსტი პულსი და უმადობა კი მასთან თანმხლები სომპტომებია.


ჰიპერთერმია (მაღალი ტემპერატურა), არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხეულის თავდაცვითი, ნორმალური რეაქციაა. საჭიროა პირველ რიგში, რომ აღმოვფხვრათ გამომწვევი მიზეზები და შესაბამის მკურნალობას მივმართოთ. აქვე შეგახსენებთ, თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე ზევით არ არის, სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება არ შეიძლება. არსებობს ტემპერატურა– 39, 5 °, რომლის დროსაც სიცხის დამწევი პრეპარატები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ და ასევე ტემპერატურა– 40, 5–41°, რომელიც სასიცოხლოდ საშიშია. 36.6– დან 38 ° C–მდე არსებულ ტემპერატურას ექიმები უწოდებენ "ცუდს".


image


"ცუდი" ტემპერატურა საკმაოდ ხშირად ვრცელდება და თან ახლავს სისუსტე, დაღლილობა, აპათია, რაც მიუთითებს ფარულ ანთებაზე (ქრონიკული სინუსიტი, ტონზილიტი, ნუშისებრი ჯირკვლების ანთება, ქალებში გინეკოლოგიური დაავადებები, მამაკაცებში კი გენიტალიების ანთებითი დაავადებები). "ცუდი" ტემპერატურის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს დაბალი იმუნიტეტი.


თუ სამი დღის განმავლობაში გაქვთ ტემპერატურა, რომელიც არ სცდება 37.5°–ს, თუმცა არც ყელის ტკივილი გაქვთ, არც სინუსიტი, მაშინ ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში დისბალანსის მიზეზი– ჰორმონალური უკმარისობა, სტრესი, ტუბერკულოზი, მწვავე ინფქეციური და ქრონიკული დაავადებები, ავტოიმუნური ფაქტორი, აივ ვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, ჰეპატიტი– B ან C, ონკოლოგიური დაავადებები, ჰელმინთოზი, რკინის დეფიციტი–ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ფსიქოგენური ფაქტორი.


image


P.S. "ცუდი" ტემპერატურის შემთხვევაში ჩააბარეთ სისხლის საერთო ანალიზი და აუცილებლად ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე. ჯანმრთელობას გისურვებთ!





იხილეთ აგრეთვე:


სერიოზული დაავადებები, რომელთა შესახებაც სიგნალს კანი გვაძლევს. შეამოწმეთ!image


4 პროდუქტი, რომელიც აფუჭებს სახის კანს- ამოიღეთ ისინი რაციონიდან!image



აი რატომ გაწუხებთ თავის, წელისა და სხვათა ქრონიკული ტკივილებიimage



სასწრაფოდ შეამოწმეთ თქვენი თავიimage



რომელ ფარულ დაავადებებზე მეტყველებს თქვენი "ჭიპის ფორმა"?image



რისი თქმა შეუძლია თქვენს ფეკალიებს? (განავალი)image



10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გაქვთimage



როგორ გავარკვიოთ რა გვტკივა?image



რატომ აქვს ოფლს სუნი და რაზე მიანიშნებს ის?image



რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი?image


რომელია ყველაზე საშიში სისხლის ჯგუფი? ეს უნდა იცოდეთ!image



თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ასე არასოდეს მოიქცეთ!image




0
4739
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
4739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0