x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
48 წლის ქალმა 18 -ჯერ მუცლის მოშლის შემდეგ იმშობიარა
image

უნივერმაღის სიახლოვეს სეირნობის დროს 49 წლის ლუიზა ვერნეფორდი(Louise Warneford) უცნობმა ქალმა შეაჩერა, დაიხარა საბავშვო ეტლთან, საიდანაც ულამაზესი თეთრი, ქათქათა ცისფერთვალება ბიჭუნა ანათებდა."ვაიმე რა საყვარელი შვილიშვილი გყავთ",
"იცით ეს ჩემი შვილია"...ქალი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და რამდენჯერმე ბოდიშიც მოიხადა.


ლუიზას ბრწყინვალედ ესმის, რომ ასაკიდან გამომდინარე არ მიეკუთვნება ტიპიური ჩვილი ბავშვების დედათა კატეგორიას.

მეუღლე მარკთან ერთად, რომელიც ლუიზაზე 6 წლით უფროსია, როცა პატარა უილიამს დაასეირნებენ, ყველა გამვლელს ბებია-ბაბუა ჰგონიათ.


ლუიზა ვერნეფორდი ბოლო 20 წლის განმავლობაში ცდილობდა ბავშვის გაჩენას, ამ ხნის განმავლობაში 18-ჯერ მოეშალა მუცელი, რა დროსაც ქალმა 80 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა.მორიგი ექსტრაკორპორალური განაყოფიერება(IVF) იღბლიანი გამოდგა, ბავშვი სასწაული -უილიამი დაიბადა, ქალს საერთოდ იმედი ჰქონდა ამოწურული, რომ სასწაული ოდესმე მოხდებოდა.


image

"ის ჩვენთვის მთელი სამყაროა", - ამბობს ლუიზა. "იმ მომენტამდე ვიყავი მისული, როცა ვფიქრობდი, რომ ვერასდროს გავხდებოდი დედა, მაგრამ საბოლოოდ ჩემი ოცნება ასრულდა და ახლა ბედნიერი ვარ".

"ოჯახი არ უნდა გამოიყურებოდეს ისე, რომ შეეგუოს ბედს, -ეს არის სიყვარული, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.... ახლა უამრავი ვარიანტი არსებობს, ვისაც ამ მხრივ პრობლემები აქვს და ეს საოცარია."

image

ლუიზას გზა დედობამდე მძიმე იყო, ფიზიკური და ემოციური ტკივილებით სავსე, რადგან მისი მრავალრიცხოვანი ორსულობა სამწუხაროდ უდროოდ წყდებოდა. დროდადრო, მარკი სთხოვა, შეწყვიტა ლუიზას მკურნალობა, ქმარი შიშობდა, რომ გამუდმებულ მუცლის მოშლა მას ფსიქოლოგიური ტრავმას მიაყენებდა.

ლუიზას სურს მისი ოჯახის ისტორია იყოს იმედი იმ ქალებისთვის, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ გახდნენ დედები, იგი მიიჩნევს, რომ ნაყოფის მოშლაზე და უშვილობაზე ქალბატონები მაინც ღიად არ საუბრობენ.


"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რაც უფრო მეტს ვისაუბრეთ ჩვენი გამოცდილების შესახებ, ქალები მით უფრო ნაკლებად უიმედოდ იგრძნობენ თავს"-აღნიშნავს ლუიზა.

imageპატარა უილიამი 37 კვირიანი ფეხმძიმობის შემდეგ საკეისრო კვეთით დაიბადა

imageიხილეთ აგრეთვე

0
54
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0