x
image
ღიმილიანი
"მან თქვა: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ. მე ვთქვი: კარგია საქართველო... როდესაც გიყვარს " - გიორგი საჯაია
image

ფაქტები:

1. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

image



2. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.
ომის შემდეგ, საქართველოში დევნილთა რაოდენობა 263 598-მდე გაიზარდა.


image


3. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით, კვლავ აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას და ანექსიას...


image



4.ომის დაწყებიდან 9 წლის თავზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.




მინდა ეს სტატია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ

ფაქტობრივ და სამწუხარო ინფორმაციას გვაწვდის გიორგი საჯაიას ლექსით დავასრულო:


უღელტეხილი, 8 აგვისტო

გვირაბს გამოვცდით,

- შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას, -

შენ თქვი: რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.

მან თქვა: რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო.

მე ვთქვი: ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას.

გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი.

ცა იყო ახლო, როგორც ყელთან სატევრის წვერი.

შენ თქვი: ძნელია, სამშობლოზე რამე დაწერო.

მან თქვა: ძნელია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.

მე ვთქვი: რთულია სიყვარული. და არა - წერა.

" უკეთუ გინდეს შემოდგომად მისდა - უარყავ! "

ვაშლის დახლები, სხვა დახლები, დახლები ნიყვის...

შენ თქვი: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.

მან თქვა: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.

მე ვთქვი: კარგია საქართველო... როდესაც გიყვარს.


0
115
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0