x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უთხარი "არა" - სიძულვილის ენას!
image სიძულვილის ენა ყველა ქვეყანაში განსხვავებულად აღიქმება, ძირითადად გამოყოფენ ორ მიდგომას, ამერიკულსა და ევროპულს, მოდით, გავეცნოთ ორივეს: ევროპული მიდგომის მიხედვით - სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია და ის საერთოდ არაა გამოხატვის თავისუფლებით დაცული. ამერიკული მიდგომით - სიძულვილის ენის ტირაჟირება კანონით არ ისჯება. image


აშშ-ის კანონმდებლობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ პირის გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოხატვის თავისუფლებით შექმნილი საფრთხე მყისიერი და არსებითია.

თავად ტერმინი - „სიძულვილის ენა“, ადამიანის ვერბალურ დისკრიმინაციას ნიშნავს, მისივე იდენტობის - რელიგიური მრწამსის, ეთნიკური მიკუთვნების, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, კანის ფერის და სხვა ნიშნის მიხედვით.




image



როგორია სიძულვილის ენა ქართულად?

ძალიან მწარე და სასტიკი.. თავადაც იცით ქართული ენის განსაკუთრებული შესაძლებლობები.

სიმება კითხვა:

რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს ნეგატიური შეფასება სხვა ადამიანის მიმართ?



- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანები სხვაში ვერ იტანენ იმას, რაც გარკვეული დოზით თავად აქვთ და არ მოსწონთ.


ვფიქრობ, პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ყველა ზიზღისშემცველ გამონათქვამს აქვს აუცილებლად მოჰყვება ხოლმე უკურეაქცია - პასუხი და ხდება ერთმანეთის წახალისება.


ადამიანები ფიქრობენ, თუ ერთს შეუძლია სიძულვილის ენის გამოყენებით გამოხატოს თავისი აზრი, რატომ არ მაქვს მე ამის უფლება?


ფსიქოლოგი კი გვირჩევს : სხვადასხვა პირები, რომლებსაც ბევრ თემასთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია აქვთ, წერენ საჯაროდ, საუბრობენ ხმამაღლა. რა თქმა უნდა, გამოხატვის ეს ფორმა ცუდი არ არის, მაგრამ აჯობებს, თუ ყველა დეტალზე არ გვექნება მწვავე და გადამეტებული უკურეაქცია, გვახსოვდეს, ჩვენ არ ვართ მსხვერპლნი და არ მივიღოთ დაჩაგრულის პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვებს უფრო გაუმარტივდებათ ჩვენ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება.


image

0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0