x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯგუფი Pussycat Dolls -ის ყოფილმა წევრმა აღიარა,რომ პროსტიტუციით იყვნენ დაკავებული
imageგოგონათა ბენდის Pussycat Dolls-ის ყოფილმა წევრმა კაია ჯონსმა(ჯგუფში 2003 წლიდან 2010 წლამდე მღეროდა) აღიარა, რომ გოგონებს აიძულებდნენ პროსტიტუციით ყოფილიყვნენ დაკავებული.ამის შესახებ ჯონსმა საკუთარ Twitter ის გვერდზე დაწერა, მომღერლის განცხადებით, ჯგუფის წევრებს ჰქონდათ "სექსი ბრძანების მიხედვით".


"ჯგუფში კი არა, პროსტიტუციის ქსელში ვიყავით მოქცეული"-აღნიშნა ჯონსმა.

image

მომღერალმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკუთვნის ჯგუფის შემქმნელს, რობინ ანტინს, მომღერალი მიმართავს რობინს მოჰყვეს იმის შესახებ, თუ რატომ მოიკლა თავი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, "მოყევი ერთი როგორ გაგვანადგურე მორალურად"-აღნიშნავს კაია.


image

ჯონსი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ჯგუფიდან არავის არასდროს მოუყოლია მუქარის გამო:"პირადად მე გამაფრთხილეს, თუ ამის შესახებ სადმე განაცხადებ, ან მკვდარს გიპოვნიან, ან კიდევ შენს კარიერას წერტილი დაესმებაო.."


2014 წელს გარდაიცვალა Pussycat Dolls Dollhouse ის წევრი 25 წლის სიმონ ბატლი(2010 წელს ჯგუფის ორიგინალი შემადგენლობა დაიშალა, ანტინმა ახალი ჯგუფი შექმნა, მოგვიანებით კი სახელი შეუცვალა G.R.L.-ით)გოგონამ სუიციდი განახორციელა(თავი ჩამოიხრჩო).

imageფოტოზე:ჯგუფი G.R.L. (ყოფილი Pussycat Dolls)ცენტრში სიმონ ბატლი


შეგახენებთ, ჯგუფი Pussycat Dolls არსებობდა 1995 წლიდან 2010 წლამდე, ამ ხნის განმავლობაში გოგონათა ბენდში სხვადასხვა დროს გამოდიოდა 13 გოგონა( ერთი ხანობა კარმენ ელექტრაც იყო მათთან ერთად)ჯგუფი განსაკუთრებით წარმატებული გახდა მაშინ, როდესაც ნიკოლ შერზიგერი შეემატათ 2003 წელს.


გოგონათა ბენდმა მსმენელს თავი დაამახსოვრა ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა:Don't Cha, Stickwitu, I Hate This Part, Hush Hush, Buttons და სხვა.




0
1126
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0