x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თმის გაღიავება გვირილით

image
image

ლამაზი, ქერა თმ ბევრი გოგონას ოცნება. მის ასასრულებლად ისინი სხვადასხვა გზას მიმართავენ. მაგრამ, უფრო ხშირად, თმის საღებავის ყიდვით ისრულებენ სურვილს. თითქოს, ამაზე მარტივი რაღა უნდა იყოს? მაგრამ, ამ შემთხვევაში, თმა ზიანდება და გამორიცხული არ არის, რომ მის აღსადგენად დიდი რაოდენობით თანხის გაღება გახდეს საჭირო და აღდგება თუ არა ის? – კიდევ საკითხავია.

თმის ქიმიური საღებავის მოქმედების პრინციპი შემდეგშია: მან უნდა «ამოწვას» ბუნებრივი პიგმენტები. ამ ზიანისგან თმის დასაცავად, საღებავის მწარმოებელი ზოგიერთი კომპანია მომხმარებელს თმის დამცავ სპეციალურ ნიღბებს სთავაზობს, ზოგი სტილისტი კი თმის შეღებვას, დასაბან თავზე ურჩევს თავის კლიენტებს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხრიკების მიუხედავდა, თმა მაინც ვერ უძლებს საღებავის «ქიმიურ შეტევას» და მისი მოქმედების სავალალო შედეგიც გარდაუვალი არის: თმა უხეშდება, მტვრევადი, უსიცოცხლო ხდება. ის ბუნებრივ მბზინვარებას კარგავს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხუნდებაარასასიამოვნი ყვითელ ფერს იღებს, რომლის მოცილება, მხოლოდ ხელმეორედ შეღებვით შეიძლება. მოკლედ რომ ვთქვათ, ქიმიური საღებავი დიდი პრობლემას უქმნის თმის ჯანმრთელობას. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს რომ უარი უნდა ვთქვათ თმის ფერის შეცვლაზე.

უძველეს დროში, როდესაც ქალებმა არაფერი იცოდნენ თმის ქიმიური საღებავების შესახებ, სილამაზის შესანარჩუნებლად და უფრო მეტად გასალამაზებლად, თმას ნატურალური საშუალებების გამოყენებით იღებავდნენ. ერთ-ერთი ასეთი საშუალება გვირილა არის. ეს მცენარე ეთერზეთებს, ვიტამინებს, ბუნებრივი საღებავებს, კაროტინოიდებს და მინერალებს შეიცავს და იმდენად დადებითად მოქმედებს თმაზე, რომ ამაზე საუბარი, დიდი ხნის მანძილზე შეიძლება. ქვემოთ, გვირილის მოხმარების შემთხვევაში, მისი დადებითი ეფექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალს წარმოგიდგენთ:

imageimage* თმა აღარ იხლართება;

* კარგი პროფილაქტიკაა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. გვირილა თმის ძირებს კვებავს და ამაგრებს;

* აცილებს ქერტლს;

* ანიჭებს თმას მბზინვარებას და 2 ტონის აღიავებს მას;

* აჩქარებს თმის ზრდის პროცესს;

* ამცირებს თმის ცხიმიანობას;

* ნიღბავს ჭაღარა თმას;

imageროგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გვირილა მხილოდ თმას კი არ უცვლის ფერს, ის კარგი მკვებავიცაა. მისი გამოყენება ნებისმიერი ფერის თმაზე შეიძლება: ღია ფერის თმა, გვირილის ნახარშის გამოყენების შემდეგ, ჯანსაღ მბზინავ ელფერს იღებს, წაბლისფერს და უფრო მუქ ფერს ოქროსფერი ტონალობის მბზინვარება ენიჭებს. უნდა აღინიშნოს, რომ გვირილა სწრაფ ეფექტს არ იძლევა და თმის ფერის მკვეთრად შესაცვლელად, მისი გამოყენება სისტემატიურად არის საჭირო, ყოველი დაბანის დროს. ქიმიური საღებავისგან განსხვავებით, გვირილა მუქი ფერის პიგმენტებს კი არ წვავს (!), ღებავს. ამისთვის კი, მისი ხშირად გამოყენება არის საჭირო.

imageგვირილით საღებავის მომზადება რამდენიმე მეთოდით შეიძლება:

image* 2 . . სამკურნალო გვირილას დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი და თავზე დაახურეთ.

* 4 . . დანაწევრებულ გვირილის ყვავილებს დაასხით 1 . მდუღარე წყალი და 30 წთ. გააჩერეთ წყლის აბაზანაზე.

* 1 . სამკურნალო გვირილას დაასხით 1 . ცხელი წყალი, მიიყვანეტ დუღილის ტემპერატურამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წთ.

შენიშვნა: უფრო გაჯერებული თმის ფერის მისაღებად, რეცეპტებში მოცემული გვირილის რაოდენობა გაზარდეთ, ხოლო წყლის რაოდენობა, პირიქითშეამცირეთ. გარდა ამისა, უკვე გაგრილებულ ნაყენს თუ ნახარშს შეგიძლიათ ნახევარი ლიმონის წვენი დაამატოთ.

მიღებული ნაყენი გაფილტრეთ მარლაში და ჩაასხით პულვილიზატორში, რომ თმაზე კარგად გადაანაწილოთ.imageგამოყენება:imageმას შემდეგ, რაც თავის დაბანას დაასრულებთ, სველ თავზე გვირილის ნაყენი გადაივლეთ. არავითარ შემთხვევაში არ გაიმშრალოთ პირსახოცით. შეგიძლიათ მხოლოდ მსუბუქად გაიწუროთ ხელით. არ შეიძლება ასევე ფენის გამოყენება. თმა ბუნებრივად უნდა გაშრეს.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

წარმოუდგენელი გარდასახვა. მხოლოდ თმა შეიჭრეს და ....

სტილისტმა დაამტკიცა, რომ ყველა ქალი დედოფლად არის დაბადებული

წელს მოდაში მოკლე ვარცხნილობაა: კასკადი, გარსონი, ბიბი, კარე, პიქსი, Shag-ი...

12 მოდური ვარცხნილობა, რომელიც ყველას უხდება!

ბალიაჟი (40 ვარიანტი)! აჩვენეთ ეს თქვენს სტილისტს!

1
1710
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1710
  
2017, 24 ოქტომბერი, 11:52
ზაფხულში უფრო უპრიანია გვირილის წყლით დაბანა და შემდეგ მზეზე გასვლა. ასე უფრო სწრაფად ღიავდება თმა.
0 1 1