x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
“ნუ ელოდებით ყოველ არჩევნებზე რ2ისგან რევოლუციურ "პადაჩას" ”-ნიკა გვარამია
“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გუშინდელი არჩვევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება, რომელიც სწორედ “რუსთავი2”-ის დაკვეთით ჩატარდა. ეგზიტპოლების შედეგებსა და არჩვენების რეალურ შედეგებს შორის მცირე პროცენტული სხვაობა გამოიკვეთა.

image

საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა “რუსთავი2 “ხელისფულებასთან გარიგებაში დაადანაშაულა, რადგან მათი მოლოდინით ამ ტელევიზიას მკვეთრად განსხვავებული შედეგები უნდა გამოექვეყნებინა.

სწორედ ამიტომ ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიან სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა:


“რაც შეეხება გუშინდელ ეგზიტპოლს:

თბილისი: რეზულტატი იყო 54-16-15. ჯერჯერობით, გამოცხადებული ცდომილების ფარგლებში (2.5%) ჯდება სამივე რეზულტატი და ახლა ამას თუ ისე განმარტავს ვინმე, რომ ეგზიტპოლთან ერთად ოპოზიციური კანდიდატების კომისიის წევრებიც აყალბებდნენ არჩევნებს, არაა ჯანსაღი ამბავი. რატომ გამოვაცხადეთ და ტონუსი თუ მოტივაცია დავაგდეთ, ეს არგუმენტი გიორგი ვაშაძის კლოუნადაა და პასუხადაც არ ღირს. ეგზიტპოლი იმიტომ ტარდება, რომ რვაზე შედეგები დაიდოს.

ჯერჯერობით, არჩევნებზე მოყვანის გარდა (ორგანიზებულად და ფულადი და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით), მნიშვნელოვანი არაფერი არ თქმულა და ამას ეგზიტპოლი ვერ გამორიცხავს, და თავის მხრივ, ეს ახდენს გავლენას არჩევნების და ეგზიტპოლის შედეგებზე.

ქუთაისი: აქ ბევრად რთულადაა სიტუაცია და უნდა ვაღიაროთ. რეზულტატი იყო 52-26. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არსებული რეზულტატი ცდომილების ფარგლებში (3.5%) ჯდება, ის მაინც დრამატულად სხვაა - 48 ან 49 - 27. არა პროცენტულად, არამედ შედეგობრივად. ვწუხვარ, ამგვარი შეცდომის გამო, მაგრამ ეგზიტპოლი მუშაობს წინასწარ დადგენილი ცდომილების ფარგლებში და ვერც შევედავებით.

საბოლოოდ უნდა ვთქვა, რომ რ2ის ეგზიტპოლთან დაკავშირებით, ყველას თავისი პრეტენზია ქონდა და რამდენი მიმართულებით "გავრიგდით", უკვე სათვალავიც ამერია. უკიდურესი ინფანტილიზმის და მენტალური შეყოვნების ნიშნები გამოამჟღავნა ბევრმა ჩვენმა კოლეგამაც კი, მეტიც, ჩვენთან მომუშავეც გამოერია მათ შორის. სამწუხაროა, რომ კონსპირაციების ქსოვა ყველა პოლიტიკური ორიენტაციის ქართველის საყვარელ საქმიანობად რჩება და ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტი და საღი ლოგიკა ღალატობთ.

და ბოლოს, ყველამ მინდა კარგად გაიგოთ: ნუ ელოდებით ყოველ არჩევნებზე რ2ისგან რევოლუციურ "პადაჩას". ხელისუფლების შეცვლის გზა არ გადის არც რ2ზე და არც ზოგადად, ტელევიზიაზე. ეგ გზა ამომრჩეველზე და პარტიებზე გადის. ჩვენ ყოველთვის გამოვაქვეყნებთ იმას, რაც რეალურია (ცდომილების ზღვარში) და არა იმას, რისი გაგონებაც თუნდაც ჩვენს ყველაზე ლოიალურ მაყურებელს სურს, ჩემი ჩათვლით. ჩვენ ეგზიტპოლებს ვატარებთ იმიტომ, რომ არჩევნები ვერავინ მოგპაროთ, მაგრამ შედეგებს ჩვენ ვერ გაგიზრდით, ნამდვილად, ვერც თქვენს მოწინააღმდეგეს შევუმცირებთ და მცდარია ამის მოლოდინი. შედეგს თქვენ უნდა მიაღწიოთ და მაშინ ნახავთ, რაში გჭირდებათ რ2ის ეგზიტპოლი.”-წერს გვარამია

0
410
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0