x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლეგენდარული დაკარგული ქალაქები,რომლებიც ნამდვილად ნაპოვნია
საინტერესოა როგორ გამოიყურებოდა მითოლოგიური დაკარგული ქალაქები, რომლებზეც უმარავი რამ წაგვიკითხავს.მაგალითად; ოქროს ქალაქი “ელდორადო, " ან “ატლანტიდა, " რომელზეც ასევე უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ვერ დასტურდება როგორი იყო სინამდვილეში.

თუმცა არსებობს ისეთი ქალაქებიც, რომლებიც არც ისე მდიდრულად გამოიყურება და სწორედ აქ მომხდრა უამრავი საინტერესო თავგადასავალი.ეს ქალაქები ის “დაკარგული ქალაქებია", რომლებსაც ამდენი ხანი ეძებდნენ.ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ლეგენდა მოგონილი არაა და ზოგიერთი ნამდვილად რეალურია.

გავიცნოთ 5 დაკარგული ქალაქი, რომელიც აღმოაჩინეს.

1. Helik


მითოლოგიური ცნობებით ქალაქი ჰელიკი ერთ ღამეში გაანადგურა პოსეიდონმა, რომელიც ზღვაში მდებარეობდა 373 წელს და ასობით წლის განმავლობაში იგი ზღაპრის სახად არსებობდა, სანამ 1980-იანი წლების ბოლოს არ იქნა აღმოჩენილი. არქეოლოგების აზრით ქალაქი დიდმა მიწისძვრამ გაანადგურა და მის ადგილზე წყალი წარმოქმნა.

image

2. Xanadu

(ან Shangdu) Kubla Khan-ი მასზე წერდა, რომ იგი გუმბათოვანი, მდიდრული სასახლე იყო. როდესაც მარკო პოლომ 1275 წელს ეს ქალაქი მოინახულა, თქვა: “ეს არის ულამაზესი მარმარილოს ქალაქი, რომელთა ყველა ოთახი ბრწყინვალებითაა მოსილი და კედლებზე მამაკაცებისა და ცხოველების ნახატებია."

სამწუხაროდ ეს ბრწყინვალება ვერ შეინარჩუნა ამ ქალაქმა წლების განმავლობაში, მაგრამ ნამდვილად არსებობდა იგი, სანამ 1369 წელს არ განადგურდა.

image


3. Sigiriya

ლეგენდის თანახმად, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი ციხე მსოფლიოში. მე -5 საუკუნეში აშენებული სასახლე შრი-ლანკაში, მეფე კასაპამ მაღალ ადგილზე გადაწყვიტა თავისი სამეფო სასახლის აშენება - 200 მეტრის სიმაღლის ბორცვის თავზე!

დღევანდელი მდგომარეობით, იუნესკომ სიგირია მსოფლიოს მერვე საოცრებად გამოაცხადა, მაგრამ ცოტა ხნის განმავლობაში. ეს მეტი არაფერი იყო, ვიდრე ტირანის დავიწყებული ნანგრევები.

image


4. Vinland

მოგწონთ ვიკინგების ისტორია? ეს ქალაქი ნამდვილად მათ ეკუთვნოდათ.

ერთხელ გერმანიის სასულიერო პირს, ადამ ბრემენს, მაშინდელმა გერმანიის მეფემ განუცხადა, რომ ვიკინგების ქალაქი აღმოაჩინეს, რომელსაც “ვინლანდი" ეწოდა, რადგან აქ ვაზის ჯიშები იზრდებოდა.

ეს ისტორია მითის სახით არსებობდა, მაგრამ 1960-იან წლებში კანადაში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მე -11 საუკუნი ვიკინგების დასახლება. ეს იყო ლეგენდარული ვინლანდი.

image

5. La Ciudad Blanca

ლეგენდის თანახმად არსებობდა ოქროს ქალაქი ჯუნგლებში, რომელიც ცნობილი იყო სიმდიდრით.მას“თეთრი ქალაქი", ან “მაიმუნების ღმერთი" ეწოდა. ამ მითისა და ადგილის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, სანამ არქეოლოგთა ჯგუფმა არ მიაგნო ერთ ადგილს, სადაც უცნაური პირამიდის ფორმის ნაგებობები და ქანდაკებები აღმოაჩინეს.

აქ არანაირი სიმდიდრე და ოქრო არ აღმოჩნდა, მაგრამ ეს იყო ზუსტად ის დაკარგული ცივილიზაცია.

image


0
126
6-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0