x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნატო-მ აღიარა,რომ არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს
image


ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარი განაცხადა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე, უფრო ზუსტად არც დაადასტურა და არც უარყო.


გერმანული Der Spiegel -ის მტკიცებით ნატო მზად არააა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, გერმანული გამოცემა ეყრდნობა ალიანისს საიდუმლო მოხსენებაზე, რომელიც შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.


ამ სიტუაციაში მიზეზი არის ნატო-ს ლოგისტიკური შესაძლებლობები, რომელიც არ იძლევა საშუალებას, დროულად მოახდინოს რეაგირება პოტენციური საფრთხის წინაშე და ელვისებურად გადაისროლოს ჯარები. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ნატო-ს ლოგისტიკური სისტემა ცივი ომის დასრულების შემდეგ ატროფირებულია.


image

ალიანსის სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნატო-ს მართვის სტრუქტურების მოდერნიზაციის შესახებ.

რამდენიმე თვის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განცხადა, რომ ალიანსის თავდაცვის გაძლიერება "რუსეთის ქმედებების საპასუხოდ"მოხდება. მანვე აღნიშნა, რომ ნატო ისწრაფვის"რუსეთთან უფრო უკეთესი და კონსტრუქციული ურთიერთობისთვის".

image

იხილეთ აგრეთვე

0
248
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0