x
image
melody_inside
დასახელდა ორგანიზმის დამანგრეველი მკურნალობის ხალხური მეთოდები

image

РАМН-ის მონაცემების მიხედვით ავადმყოფების 80 %-მა მკურნალობის არატრადიციულ ხალხურ საშუალებებს მიმართა. კვლევამ აჩვენა, რომ ეს არა თუ დაეხმარა მათ, ბევრს სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა. რადგან, რაც უფრო სერიოზულია დაავადება, მით საშიშია ხალხური საშუალებები.


ხახვი და ნიორი




image


გაციებისას ნივრის შედებას სადღა არ გვირჩევენ – ცხვირშიც და პირშიც, ოთახში ჩამოკიდებას და ა.შ. თუმცა თანამედროვე მედიცინას არ დაუდასტურებია ნიორ-ხახვის თერაპიის ეფექტურობა. ნიორი უძლურია ნებისმიერ ინფექციურ დაავადებასთან და ეთიკური თვალსაზრისითაც მავნეა ადამიანისთვის. უფრო მეტიც, თანამედროვე კვლევები არ ადასტურებენ ნიორის ეფექტურობას ქოლესტრინის შემცირებაში, თუმცა ამაზეა უკვე აწყობილი ნიორის ფუძეზე საკვები დანამატების წარმოება.


კარტოფილის (და ა.შ.) ნახარშების სუნთქვა




image




სამედიცინო ენაზე მსგავს მეთოდს "ორთქლის ინჰალაცია" ეწოდება.მრავალ საბჭოთა ბავშვს ახსოვს, როგორ აჯენდნენ ადუღებილი წყლით სავსე ქვაბთან და აფარებდნენ თავზე პირსახოცს. ამ ქვაბში ჩაედინებოდა ოფლის და ცხვირიდან გამოსული ლორწოს ნაკადი, რაც მკურნალობის ეფექტურობის მნიშვნელოვან ნიშნად ითვლებოდა, ხოლო გაღიზიანებული კანს და თვით დამწვრობებსაც კი ყურადღებას არ აქცევდნენ. რა თქმა უნდა, ჩათბუნება ფიზიოთერაპიაში გამოიყენაბა, მაგრამ ამისთვის არსებობს განსაკუთრებული ნათურები. ხოლო ინჰალაცი თანამედროვე მსოფლიოში მიღებულია გაკეთდეს სპეციალური აპარატებით- ინჰალატორებით.

ასი გრამი წიწაკიანი არაყი ძილის წინ




image




არაყი, უდაოდ ფლობს გამაყუჩებელ ეფექტს. გარდა ამისა, არაყი ქმნის სითბოს ცრუ შეგრძნებას, წიწაკიანი კი ხველების ფაქტზე ადუნებს ყურადღებას. და თუ დილით კიდევ ერთ ას გრამს დააყოლებთ და ა.შ., რასაც ბევრი აკეთებს, დაავადება შეუმჩნევლად გაგივლით. მაგარმ, არ ღირს იმის დავიწყებაც, რომ მაგარი ალკოჰოლი იმუნურ სისტემას თრგუნავს. სხვათაშორის, ექიმები არ ეწინააღმდეგებიან თბილ ღვინოს, როგორც მკურნალობის დამატებით საშუალებას.

ორთქლიანი აბანო




image




საერთოდ, აბანო ბევრი დაავადებისთვის ძალიან საშიშია, მათ შორის გრიპების და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს. თუ ადამიანი ჯანმრთელია და არ გარდაიცვალა გულზე მიღებული დიდი დატვირთვის გამო, არსებულ დაავადებას ნამდვილად გაართულებს, რადგან გადახურებისას ანთებითი პროცესები ძლიერდება. გავხურდეთ იმ ტემპერატურამდე, რაზეც ვირუსი კვდება, შუძლებელია. ექიმები ავადმყოფობის შემდეგაც კი არ უწევენ რეკომენდაციას რამოდენიმე დღე აბანოში წასვლას.








ბორჯომიანი რძე და მსგავსი ცხელი კოქტეილები





image



ყოველი ექიმი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს რეკომენდაციას უწევს "თბილ სასმელებს". ეს არ ნიშნავს -ცხელს. ცხელი მავნებელია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს, რადგან ამ დროს ზედმეტად ღიზიანდება ლორწოვანი გარსი. ხალხურ მედიცინაში ცხელი სასმელი ყოველთვის უნდა იყოს რძე -თაფლით, კარაქით, "ბორჯომით". ყველაფერი ეს გამოყენება ყელის ტკივილის და ხველის შემსუბუქებისთვის. მაგარმ რძე არ არის ინგრედიენტი, მითუმეტეს კარაქიანი. და არც თუ ისე სასარგებლო, რადგან მკურნალობის ეს მეთოდი კუჭისთვის მძიმეა. სასარგებლოა წყლიანი თბილი სასმელები: ხილის წვენები, ხილის კომპოტები, ჩაი და ა.შ.

მდოგვის საფენები და ქილები

imageimage

ამ და მათი მსგავში საშუალებების - სათბურებლების, თბილი კომპრესების და ა.შ. ეფექტურობა საბჭოთა პერიოდში კლასიკური მედიცინისთვის სადაო თემას არ წარმოადგენდა. სინამდვილეში კი ეს მეთოდები - არც მეტი, არც ნაკლები ეგრეთ წოდებული " ყურადღების გადამტანი თერაპიაა", რომელიც ავადმყოფს მხოლოდ თეორიულად უმცირებს ტანჯვას, გადააქვს რა ყურადღება მკურნალობის პროცესზე და ცვლის ყელის ტკივილის შეგრძნებას ტრამვირებული კანის ტკივილით. განსაკუთრებით საშიშია ქილები - თანამედროვე მედიცინა არ უწევს მათ რეკომენდაციას კანში სისხლის მიმოქცევის შეუქცევადი დარღვევის საშიშროების გამო.


საავიაციო ნავთის გამოვლება

image

ეს საშინელი რეცეპტი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღემდე სარგებლობს პოპულარობით. გამოიყენება ლარინგიტების, ფარინგიტების და ა.შ. სამკურნალოდ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა ნავთი ანადგურებს თავის გზაზე ყველაფერს, მათ შორის ისეთ ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ მაგალითად, ტონზილიტს ( ლათ. tonsillaeნუშურები) — სასის ნუშურების ანთება). მაგრამ სწორედ ასევე შეიძლებოდა ამ ბაქტერიების მოკვლა თუნდაც ცხელი კარაქით. ეს საავიაციო საწვავი წვავს არა მარტო ყელის, არამედ ტრაქეას, კუჭნაწლავის და იმ ყველა ადგილის ლორწოვან გარსს, სადაც კი ის მოხვდება.



იხილთ ასევე:

1. დასახელდა ყველაზე არაეფექტური და უსარგებლო სამედიცინო პროცედურები!


2. განსაკუთრებული წერტილი სამხედრო მედიცინიდან! (ექსტრემალური მედიცინა)


3. ხელოვნური ვიტამინები სასიკვდილოა! -აცხადებენ მეცნიერები.



5
1475
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1475
  
2017, 8 ნოემბერი, 16:02
რაც შეეხება ორთქლის აბანოს.
აბანოზე რა გითხრათ, მაგრამ უფლის ჭარბად მოდენა მგონი ხელს უწყობს მკურნალობის პროცესს. თუ ასეა მაშინ ორთქლის აბანო არ უნდა იყოს ურიგო
2017, 8 ნოემბერი, 15:59
უკაცრავად! უნდა იყოს ,,..ასე რომ გამოცდილია პრაკტიკით და არა თეორიული წიაღსვლებით..."
2017, 8 ნოემბერი, 15:57
არაყი წიწაკით ერთი ჭიქა 24 წლის წინ დავლიე მაგარი გაციებული ვიყავი და ტემპერატურაც მქონდა, და დილას მართლაც ჩიტივით ვიყავი, თვითონაც არ მჯეროდა, ასე რომ გამოცდილია პრაკტიკიტ და თეორიული წიაღსვლებით, მაგრამ არავის ვურჩევ, ეს იმდენად საშინელი რამე იყო რომ იმის მერე აზრადაც არ მომსვლია მსგავსის გაკეთება
2017, 3 ნოემბერი, 18:53
ნიორი პროფილაქტიკისთვისაა და არა მკურნალობისთვის, დმოგვის საფენები კი უნდა ვიცოდეთ როდის და როგორ გამოვიყენოთ, ბორჯომიანი რძე ნამდვილად ალბობს ნახველს ბრონხებში და მის ამოქაფება გამოყოფას უწყობს ხელს, თუმცა არა პატარა ბავშვებში, მოკლედ უნდა ვიცოდეთ როდის რაა სასარგებლო. ბევრი ჩამონათვალი მართლა სისულელეა, მაგრამ სხვა რა ეთქმით, რომ უვარგისი პრეპარატები გაასაღონ?
2017, 3 ნოემბერი, 15:01
ხალხური მედიცინა კარგია, მაგრამ არა ასეთი აგრესიული და უაზრო რეცეპტები: ნავთი,ბენზინი, არაყი წიწაკით, შარდი და ათასი სისულელე,რომელიც ვითომ და შველის.
0 1 5