x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ შევუნარჩუნოთ ოთახის პირობებში ყვავილებს პირვანდელი ბრწყინვალება?-ამაში ეს მარტივი ხრიკი დაგეხმარებათ!
დამეთანხმებით რომ ახლად ნაყიდი ყვავილი, სახლში მიტანისას მალევე “იწყენს” და პირვანდელ იერსახეს კარგავს, მიუხედავად იმისა რომ მასზე მთელი გულით ვზრუნავთ და მოვლას არ ვაკლებთ, ძალიან მალე ჭკნებიან და საბოლოოდ მათგან მხოლოდ ქოთანი გვრჩება სახსოვრად… რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა საყვარელმა და მშვენიერმა ყვავილებმა დიდ ხანს გაძლონ და ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ეს ესაა მოვიტანეთ სახლში?

image

თურმე არსებობს პატარა “ეშმაკობა”, რომლის საშუალებითაც ყვავილებს დიდ ხანს შევუნარჩუნებთ პირვანდელ მშვენიერებას.

საიდუმლო ძალიან მარტივ ხერხში მდგომარეობს და მისი შესრულება ყველას შეგიძლიათ.


ბოტანიკოსების რჩევით ყვავილობის დროს კარგი იქნება თუ მას რამდენიმე წვეთ აბუსალათინის ზეთს ჩავუმატებთ, ამ მეთოდის შედეგად ყვავილი ბევრად დიდი და მკვეთრი ფერის იზრდება.

მომზადება:

ერთი ლიტრის მოცულობის ბოთლი გავავსოთ ოთახის ტემპერატურის წყლით, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, კარგად დავახუროთ თავსახური და შევანჭყრიოთ.

აბუსალათინის ზეთი უნდა დაიყოს პატარა ნაილაკებად და კარგად უნდა გაიხსნას წყალში, რათა არ დაწვას მცენარის ფესვები.

თუ მცენარე წელიწადში ერთხელ ყვავილობს, მაშინ ამ ნაზავის გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეიძლება, მაგრამ თუკი მცენარე მუდმივად ყვავილობს, ეს მეთოდი შეგიძლიათ თვეში ერთხელ გამოიყენოთ.

ამ რჩევას მე აუცილებლად გამოვიყენებ და დიდი იმედი მაქვს, გაამართლებს!


ასევე იხილეთ: თუკი შავ წერტილებს სახეზე უშედეგოდ ებრძვით, ეს უნდა წაიკითხოთ!


არასოდეს გარეცხოთ მარწყვი სახლში მიტანისთანავე!-აი, რატომ


ერთი კოვზი ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი-ჯადოსნური ელექსირი, რომელიც გაგაოცებთ!

0
68
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0